ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ეგზიტპოლების შედეგებს ეხმიანება:
"ეს იყო, უკაცრავად, არ მჩვევია ხოლმე მაინცდამაინც ასეთი გადახვევები, მაგრამ ნაცების უკანასკნელი გაფართხალება. იმიტომ, რომ ისინი 8 წელი ელოდებოდნენ რევანშს და მართლა მჯერა, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ 8 წლის შემდეგ ისინი ამ რევანშს მოახერხებდნენ. ახლა აქვთ სრული აგონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ სახეებსა და რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ. მათი ბელადის, მათი ლიდერის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ რას ლაპარაკობს უბრალოდ იმ რეალური მონაცემების ფონზე", — აცხადებს მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ტელეარხების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების განსხვავებული მონაცემების მიუხედავად, ქართულ ოცნება ოლქების უმეტესობაში პირველივე ტურში გამარჯვებას ელოდება.
On.ge