„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

access_time2019-11-19 16:10:05

„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას.


დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები მის გადავადებას ითხოვდნენ. მთავრობის ახალი დადგენილებით კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პროცესი ერთი წლით გადაიდო.


აღსანიშნავია, რომ  აზერბაიჯანს დღესდღეობით საქართველოში დიზელის ბაზრის 40-41 პროცენტი უჭირავს. საქართველში იაფი ევრო 4-ის სტანდარტის აზერბაიჯანული დიზელის მოწოდებას კი „სოკარი“ უზრუნველყოფს.



რაც შეეხება ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის აუცილებლობის ძირითად მიზეზს,  სახელმწიფო ეკოლოგიურ ფაქტორებს ასახელებდა. თუმცა დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ადგილი აქვს კონკრეტულ ფინანსურ ინტერებს იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არა აზერბაიჯანიდან არამედ სხვა ქვეყნებიდან ახორცილებენ დიზელის იმპორტს. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.


 „რომ არა ხელისუფლების გადაწყვეტილება „ევრო 5“-ის ამოქმედების გადადებაზე, დიდი ალბათობით „დიზელის“ საწვავის ძირითადი შემომტანი საქართველოში რუსეთი იქნებოდა. წლების მანძილზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დიზელის სტაბილური მომწოდებელი, აზერბაიჯანი, ამ პროდუქტს ვერ მოგვაწვდიდა. მომხმარებელს არ ექნებოდა წვდომა შედარებით იაფ დიზელის საწვავზე. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმას, რომ აზერბაიჯანი მომავალ წელსაც იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე. ეკოლოგიური ვითარება კი, მიზეზი რატომაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი თავიდანვე,  ამ გადაწყვეტილებით არ გაუარესდება.  აზერბაიჯანული დიზელი შეიძლება ითქვას, რომ არის თითქმის „ევრო 5“-ის შესაბამისი, სხვაობა მხოლოდ მცირედით გოგირდის შემცველობაშია. შესაბამისად, მთავრობამ აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბაზარზე სტატუს კვო შეინარჩუნა“,  - ამბობს ვანო მთვრალაშვილი


ამასთან, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება, რომელიც 2021 წელს დასრულდება, შედეგად კი, ახალი სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება იქნება შესაძლებელი.


 „კომერსანტი“  ნავთობკომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათი უმეტესობა მოკლე შეფასებით შემოიფარგლა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის დანერგვა საქართველოში ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით. ამასთანავე „ვისოლ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ამ პროცესის პარალელურად აუცილებელია ავტოპარკის განახლება და გაუმჯობესება. 


მარიამ მორგოშია




ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...


მსგავსი სიახლეები

up