"ეს ფული უკვე თქვენია და უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი თქვენი სხვა საკუთრება" - საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოქალაქეებს მიმართავს

access_time2019-03-26 23:20:49

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ თანხა, რომელიც მათ ყოველთვიურად პენსიის დასაგროვებლად ეჭრებათ, არ დაეკარგებათ. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს. 


ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ მოქალაქეების სკეპტიციზმი გამოწვეულია არაინფორმირებულობით.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია, დამკვიდრებულია.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, თანხას, რომელსაც მოქალაქეები აგროვებენ, ვერ შეეხება ვერავინ, მათ შორის, სასამართლოც.


„ეს ფონდი არის დაგროვებითი საპენსიო ფონდი. ანუ, თქვენ, პრაქტიკულად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გერიცხებათ თანხა. ეს ფული უკვე თქვენია, თქვენი პირადი და ხელშეუხებელი და უპირობო საკუთრებაა და დაცულია უფრო მეტად, ვიდრე  თქვენი ნებისმიერი სხვა საკუთრება, ისეთი, როგორიც არის სახლი, მანქანა, გნებავთ ფული ბანკში იმიტომ, რომ ამ თქვენს აქტივებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი. ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ თქვენ, ამ თქვენს დანაზოგს ვერავინ შეეხება, მათ შორის, სასამართლოც,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.



მისივე თქმით, საპენსიო თანხა გროვდება ერთიან ფონდში, რომელსაც განკარგავს სააგენტოში შექმნილი საინვესტიციო საბჭო. ასევე შექმნილია რისკების კონტროლის სტრუქტურა, რომელის ყველა ტრანზაქციას გააკონტროლებს.


ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ ფონდის გაკოტრება გამორიცხულია. მისივე თქმით, საინვესტიციო საბჭოში კვალიფიციური კადრები იმუშავებენ, რომლებიც რისკებს ყოველდღიურად გააკონტროლებენ.

რაც შეეხება მოქალაქეების განცხადებას, რომ სურვილის შემთხვევაში, ისინი დანაზოგს თავად გააკეთებდნენ, ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს ნახავს, ვიდრე ბანკში გაკეთებული დანაზოგით.


საპენსიო რეფორმა ძალაში სამი თვის წინ შევიდა და ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 115 მილიონი ლარია დაგროვილი. 


რუსთავი 2






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up