ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

access_time2020-06-04 16:25:04

კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას.


შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ: რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს მიუხედავად აშშ სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.


Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კი დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ? ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ? 2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს.



რატომ? Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A 2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთ საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით.


რატომ? ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკულისტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „ რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?“ ახლა როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები“-ნათქვამია წერილში.



თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up