„ეს დიდ დარტყმას აყენებს მეწარმეებს, რომლებსაც უძვირდებათ სესხი და უმცირდებათ აქტივობა“ - სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ზე დატოვა

„ეს დიდ დარტყმას აყენებს მეწარმეებს, რომლებსაც უძვირდებათ სესხი და უმცირდებათ აქტივობა“ - სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ზე დატოვა

access_time2022-08-03 15:00:17

„მაღალი რეფინანსირების განაკვეთი დიდ დარტყმას აყენებს მეწარმეებს, რომლებსაც უძვირდებათ სესხი და უმცირდებათ აქტივობა“, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით, ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აკვირდება ფასების მოძრაობას და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.


„რეფინანსირების განაკვეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ფასების სტაბილიზაცია, როდესაც ის მაღალი არის ეს განპირობებულია ინფლაციით, რომელიც საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია. ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკი თვიდან-თვემდე უკვირდება ფასების მოძრაობას და იღებს გადაწყვეტილებას. ინფლაცია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მსოფლიოც კი გაოგნებულია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით ძნელად თუ ახერხებენ მის უმნიშვნელო შემცირებას. ამ ვითარებაში ეროვნული ბანკი ხედავს რომ ფასები დაბლა არ ჩამოდის, ინფლაცია კი მაღალია და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც მაღალი რჩება, თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს, ის განსაკუთრებით დიდი დარტყმას ახდენს მიწოდებაზე, მეწარმეებზე, რომელსაც უძვირდებათ სესხები და უმცირდებათ აქტივობა.


რაც შეეხება დოლარიზაციას, მთელი რიგი პროდუქტები დოლარში გამოხატული არის მაღალი და რაც არ უნდა მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს სებ-მა, მისი შემოქმედება ძალიან მცირეა, რადგან დოლარიზაციის ინდექსი ნახევარზე მეტია და ფაქტობრივად ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ დანარჩენ ნაწილზე იმოქმედოს, ნახვარზე მეტი კი რჩება უცხოეთში მიმდინარე მოვლენების ზემოქმედების ქვეშ.


ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ჩვენს მსგავსად მოქმედებს და ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, რა თქმა უნდა მისი ეფექტი საქართველოზეც იქნება და დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდით აისახება. ზოგადად, ეს რასაც ეროვნული ბანკი აქკეთებს გამოცდილი ხერხია და მოკლევადიანი ეფექტი აქვს, ყოველთვიური დაკვირვებები ხდება, ეროვნულ ბანკს რაც არ უნდა მოვთხოვოთ უფრო მეტი გააკეთოს, მას არ გაჩნია ბერკეტი რომ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე იფიქროს, მისი მთავარი პრობლემა არის ინფლაციის მოკლე ვადაში მოთოკვა“, — აღნიშნა თოქმაზიშვილმა.


ეროვნულ ბანკთან, რომელმაც ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4%-დან 9%-მდე გაზარდა, დაახლოებული პროგნოზი აქვს Galt&Taggart-ს. მათი ინფორმაციით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გაიზრდება საბაზისო სცენარში, წინა 7.6%-დან.



„2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გავზარდეთ საბაზისო სცენარში, წინა 7.6%-დან. აღნიშნულ პროგნოზში მე-4 კვარტალში ვპროგნოზირებთ ზრდის შენელებას გლობალური ზრდის მოსალოდნელი შენელებიდან გამომდინარე. თუ ძლიერი საგარეო შემოდინებების დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა, წლის მე-2 ნახევარში გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმისტურ სცენარში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6% იქნება“, — ამბობენ Galt&Taggart-ში.


PMCG ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქართველოს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 2022 წელს 6.1%-ს შეადგენს, ასევე მოსალოდნელია ინფლაციის კლება შემდეგ 6 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ინფლაციის შენელებაზე, ეკონომიკის 9%-იან ზრდაზე, დოლარიზაციის ეფექტზე და სავალუტო სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის შესაძლო აწევაზე გაამახვილა ყურადღება.


„მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.


მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს.


დღეს რომ დოლარიზაცია გვქონდეს უფრო დაბალი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, უფრო ეფექტურად გადაეცემოდა ეკონომიკას და უფრო მალე მოხერხდებოდა ინფლაციის შემცირება, რომელიც მოთხოვნის ფაქტორებითაც გამომდინარეობს. დოლარიზაცია კვლავ ქართული საფინანსო სექტორის პრობლემაა.


რაც შეეხება 200,000 ლარს, ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და კარგი აღმოჩნდა, ჭარბვალიანობის შემცირებისთვის. ეს დაეხმარა დოლარიზაციის შემცირებას და ესეც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას ეხმარება. ₾200,000-ლარიან ზღვარზე, ვფიქრობთ მოხდება მისი გაზრდა და ეს ნამდვილად წაადგება სიტუაციას“, — აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.







ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up