ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

access_time2016-05-26 09:35:03

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე იუბილეს აღნიშნავს. ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტები. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა თითქმის ყველა რეგიონში.  გთავაზობთ დღევანდელი დღის ღონისძიებების პროგრამას:


ღონისძიებები თბილისში


თავისუფლების მოედანი

 

• 12:00, თავისუფლების მოედანი - წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია.

• 11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი.

• 13:00 - პროექტი „დროის ამბავი“ - ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).

• 13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი.

• 12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები.

• 12:00 – 17:00 ისტორიული ექსპონატების გამოფენა (რუსთაველის თეატრი).

• 14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი.

• 13:00 - 14:00 - ბასტი - ბუბუს კონცერტი.

• 15:00 -16:00 - ბზიკები სტუდიო.

• 17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდი.

• 20:00 - 23:00 - გალა-კონცერტი.



რუსთაველის გამზირი


• ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია.

• ახალგაზრდული მუსიკალური ბენდები.

• ელექტრონული მუსიკის დღე - დღის პროგრამა: Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin.

• სპორტული ღონისძიებები: ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები.ქუჩის კალათბურთი.

• საბავშვო გასართობი ღონისძიებები: თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები.

• ისტორიული ექსპონატების გამოფენა (რუსთაველის თეატრი).

• არტ-კაფეები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

• საქართველოს 12 ქალაქში - დღის გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები.



სხვადასხვა უწყებების აქტივობები რუსთაველის გამზირზე, თავისუფლებიდან ვარდების მოედნამდე


თავდაცვის სამინისტრო

ადგილმდებარეობა: თავისუფლების მოედანი

შინაარსი: წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, უცხოეთიდან მოწვეული ორკესტრების მუსიკალური შოუ.


სოფლის მეურნეობის სამინისტრო


ადგილმდებარეობა: თიბისი ბანკის შენობის კუთხიდან ვილეროის მაღაზიამდე გზის ორივე მხარეს.


შინაარსი: კოოპერატივების გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა, ხის კასრები, ლაუნჯები და ა.შ., სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ასევე პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პერიოდის, აგრარული მიმართულებით, ამსახველ ფოტო-გამოფენას;


ტურიზმის დეპარტამენტი


ადგილმდებარეობა: "უნივერმაღის" შენობის ბოლო ნაწილი.

შინაარსი: ოკულუს ვიდეო-გიდი, მოლაშქრეთა ფედერაცია, მონიტორი ვიზუალით.


განათლების სამინისტრო


ადგილმდებარეობა: “ჯორდანოს” მაღაზიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის კუთხეში.


შინაარსი: ახალგაზრდული მუსიკალური ბენდები (თსუ მუსიკალური ბენდი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბენდი, ილიაუნის ბენდი), ასევე, შერიგების სამინისტროს ფოლკლორული კონცერტი.


სპორტის სამინისტრო

 

ადგილმდებარეობა: მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის წინ ქუჩაზე (საჭიროების შემთხვევაში მოპირდაპირე მხარესაც).

შინაარსი: ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, გამოფენები, აღმოსავლური ორთაბრძოლები.


თბილისის მერია

 

• ყვავილების ფესტივალი. ადგილმდებარეობა: პირველი სკოლის წინ კიბეებზე და ქუჩის სავალ ნაწილზე.

გალა-კონცერტის სცენა


• ადგილმდებარეობა: პარლამენტის შენობის წინ


შინაარსი: თბილისი მერიის კულტურის სამსახური უზრუნველყოფს დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტებს (ბასტი-ბუბუ, ბზიკები), ასევე პანტომიმის წარმოდგენებს. საღამოს გალა კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე რომელიც დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.


ევროინტეგრაციის სამინისტრო


ადგილმდებარეობა: ლესია უკრაინკას ქუჩის მეორე კუთხე

შინაარსი: თაღებიანი კონსტრუქცია ვიზალიბერალიზაციის ინფორმაციული თემატიკით.


იუსტიციის სამინისტრო

 

ადგილმდებარეობა: ცისფერი გალერეის წინ ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ.

შინაარსი: 3*4-ზე ჯიხური - ინსტალაცია, მონიტორიდან მოსაუბრე ადამიანი, რომელთანაც ინტერაქციაში შევა ნებისმიერი მსურველი.


კულტურის სამინისტრო 1:

 

ადგილმდებარეობა: მერიოტის მოპირდაპირე მხარეს ბესიკის ქუჩის კუთხისკენ.

შინაარსი: 10*6 ზე გადახურული კაფე პიანინოს მუსიკალური პროგრამით.


კულტურის სამინისტრო 2:


ადგილმდებარეობა: რუსთაველის თეატრის წინ

შინაარსი: სცენა 40 კვ.მ.- საკონცერტო პროგრამა.


კულტურის სამინისტრო 3:

 

ადგილმდებარეობა: თეატრალური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს

შინაარსი: : 10*6 ზე გადახურული კაფე - პიანინოს მუსიკალური პროგრამით.


კულტურის სამინისტრო 4:


ადგილმდებარეობა: მაღაზია “ვანდომეს” წინ (ოპერის ჩასახვევთან)

შინაარსი: სცენა 40 კვ.მ. - საკონცერტო პროგრამით, ბენდების კონცერტები.


კულტურის სამინისტრო 5:

 

ადგილმდებარეობა: ოპერის მოპირდაპირე მხარეს

შინაარსი: : 10*6 ზე გადახურული კაფე - პიანინოს მუსიკალური პროგრამით.


კულტურის სამინისტრო 6:


ადგილმდებარეობა: ოპერის შენობის წინ

შინაარსი: 1918-1921 წლების მოვლენებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული დადგმა, მეჯლისი.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

ადგილმდებარეობა: MOMA-ს შენობის წინ მთელი ტერიტორია 70 მეტრი

შინაარსი: ასაწყობი ფაზლი, კუბები, კუბიკების კონსტრუქციები, ხიდი, გვირაბის კონსტრუქცია მატარებლით, კოშკები, სახლები, ბუშტები დარიგება, ანიმატორები და საბავშვო გასართობი პროგრამები.


გარემოს დაცვის სამინისტრო:

 

ადგილმდებარეობა: იმელის შენობის წინ გზის ორივე მხარეს.

შინაარსი: ანიმატორები, არიგაის მასტერკლასი, ზიპლაინი, ნატვრის ხე, მზესუმზრის ყვავილები, თოჯინების თეატრი, 3დ პრინტერი, გიფერი და ა.შ.


ენერგეტიკის სამინისტრო:


ადგილმდებარეობა: სმარტის შენობის წინ.

შინაარსი: გადამცემი ხაზების იმიტაცია, ენერგეტიკის ეზოს შექმნა, დღის გასართობი ღონისძიება, ბარი იკანოსთან ერთად, ახალგაზრდული ლაუნჯები პუფებით.


სპორტის სამინისტრო 2:

 

ადგილმდებარეობა: კაზარიანცის სახლსა და ხეს შორის მოედანზე

შინაარსი: ქუჩის კალათბურთი, მხიარული სტარტები.


შსს

 

ადგილმდებარეობა: რესპუბლიკის მოედანი.

შინაარსი: უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია, გასართობი აქტივობები.

ისტორიული ექსპონატების გამოფენა

სპორტის სამინისტროს, შსს-ს, პარლამენტის, ეროვნული ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის სხვადასხვა ექსპონატის გამოფენა.

ადგილმდებარეობა: რუსთაველის თეატრის ფოიე.


კონცერტები საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში


• ახალციხე, რაბათის ციხე, დასაწყისი 20:00 საათზე.

• მცხეთა, ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• თელავი, ერეკლე მეორის მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• ბათუმი, ანბანის კოშკთან, დასაწყისი 20:00 საათზე.

• ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 18:00 საათზე.

• რუსთავი, თავისუფლების მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• ფოთი, რუსთაველის რკალი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.

• ამბროლაური, ცენტრალური მოედანი, დასაწყისი19:00 საათზე.

• ზუგდიდში კონცერტი არ ჩატარდება. ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან რამდენიმე დღის მომხდარი მკვლელობის გამო, დამოუკიდებლობის დღე მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნება.

 



„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up