„ეს ცვლილება თბილისის გენგეგმას სანაგვეში აგდებს“ - იურისტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ

„ეს ცვლილება თბილისის გენგეგმას სანაგვეში აგდებს“ - იურისტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ

access_time2021-03-17 18:25:00

„ეს ამნისტია ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს“, - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა განაცხადა.



საუბარია, თბილსის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. ცვლილების მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. ამასთან, თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ  ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები.



როგორც უჩა ზაქაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ფაქტობრივად, სანაგვეში აგდებს თბილისი გენგეგმას და წითელ ხაზს უსვამს ყველა იმ მიღწევას, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორში განხორციელდა.




„თუ ამნისტია იქნებოდა მხოლოდ ჯარიმების პატიება ფინანსური და დარღვევების გამოსწორების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვერ გავაკრიტიკებდით, მაგრამ ეს ამნისტია ფაქტობრივად, ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს. მაგალითად, k2, ეს არის საგამონაკლისო რეგულაცია, რომელსაც სახელმწიფო ყიდის განსაკუთრებულ შემთხვევაში დეველოპერებზე, რომლებმც k2-ს სანაცვლოდ უნდა გააკეთონ ბევრი საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე. ეს არ არის უბრალოდ ფასიანი, რომ ფული გადავიხადე და მორჩა. k2 რომ მივიღო (თუ მეკუთვნის 5-სართულიანის მშენებელობა და მინდა,14 ავაშენო), ამისთვის არა მხოლოდ ფულს ვუხდი სახელმწიფოს, არამედ საზოგადოებრივ ღონისძიებებს ვახორციელებ. შეიძლება გავამწვანო, პარკი მოვაწყო, სოციალურად დაუცველებს დავეხმარო და ა.შ. ანუ, მე თუ მსგავს საქმეებს არ გავაკეთებ, k2-ს ვერ ვიღებ. ეს მათივე დაწერილი კანონებია, იმ ადამინების, ვინც დღეს წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მერიას. იმიტომ, რომ ეს კანონები 2016 და 2019 წლის მერე არის ამოქმედებული და გამკაცრებული.




ექსპლუატაციაში მიღებით მერია ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას ამ ნაწილზე, ექსპლუატაციაში მიუღებლობა ობიექტს ტოვებს მშენებელობის დამკვეთის პასუხისმგებლობის მხარეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა გადადის კონკრეტულ ექსპერტებზე. ვფიქრობ, რომ ამ ამნისტიით, რომელიც მართლაც უპრეცენდენტოა თავისი სიღრმეებით (იმდენად მძიმე დარღვევების პატიება ხდება), მერიას უბრალოდ არ უნდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.



მან კიდევ ერთხელ განმარტა, კონკრეტულად რა ეპატიება დეველოპერებს ამნისტიის ფარგლებში და რა შედეგის მომტანი იქნება.



„მოდი განვმარტოთ, k3 არის გამწვანება, რითაც ბოლო წლების განმავლობაში მერია სწორად იწონებდა თავს, როდესაც ამბობდა, რომ იყო პირველი, ვინც რეალურად მოსთხოვა დევლოპერებს k3-ის არა მხოლოდ ქაღალდზე დატანა, არამედ გარკვეული რაოდენობის ხეების დარგვა. ეს მართლა მათი მიღწევა იყო, მანამდე მხოლოდ ქაღალდზე ხდებოდა ობიექტის ხეების გამწვანება. მერე არავინ ამოწმებდა, ეს ხეები მართლა დაირგო თუ არა. დღეის მდგომარეობით, გამოდიან და ეუბნებიან, რომ გპატიობთ, გამწვანებული სადაც უნდა გქონოდა, შეგიძლია შენობა ააშენო ზედ, იმიტომ, რომ k1 მაგას გულსიხმობს, მიწაზე შენობის შემხებლობას. ანუ, იქ სადაც ხეები უნდა დაგერგო, შეგიძლია შენობა გედგას, პრობლემა არ არის; შეგიძლია, შენობის სართულიანობა რაც უნდა გქონოდა, გაზარდო... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვიხსენებ თბილსის გენგემის მიღების პროცესს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე საქებარი მხარე იყო ის, რომ შეეცადა რაღაც საკითხები დაერეგულირებინა. თბილისი მწვანე ქალაქი, შეკავშირებული ქალაქი და ა.შ. თუმცა, ამ ამნისტიით ის, რაც 1 წლის წინ გავაკეთეთ, გადავუსვით წითელი ხაზი. ეს ცვლილება თბილისის გეენგეგმას სანაგვეში აგდებს, პირდაპირი მნიშვნელობით. თბილისის გენგეგმა აქ უბრალოდ ხდება ქაღალდების გროვა“,- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.




BPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up