„ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა“ - კერძო ბაღების უმრავლესობა სწავლის შეჩერებას გეგმავს

„ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა“ - კერძო ბაღების უმრავლესობა სწავლის შეჩერებას გეგმავს

access_time2020-03-11 17:45:27

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი იტალიაში მყოფი იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც თვთიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდათ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გეგმავენ თუ არა კერძო ბაღები სასწავლო პროცესების შეჩერებას. როგორც კერძო საბავშვო ბაღში Family აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი ჰიგიენური და სანიტარული პროცედურები, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.


„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ პროცესებს და მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი ჰიგიენური და სანიტარული პროცედურები ბაღის ფილიალებში. საჯარო და კერძო სამსახურები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მშობლებს დამტოვებლები არ ჰყავთ, ამიტომ მათი სურვილი იყო სწავლა გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგან დღეს სახელმწიფომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ თავს ვიზღვევთ და ორშაბათიდან ანუ 16 მარტიდან 1-ელ აპრილამდე სასწავლო პროცესს შევწყვეტთ. ჩვენთვის ფინანსურად ეს დიდი დარტყმაა, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესია“, - აცხადებენ საბავშვო ბაღში Family.


სასწავლო პროცესის შეჩერებას საბავშვო ბაღში „ნევერლენდი“ გეგმავენ, თუმცა ამასთან ერთად ფინანსურ პრობლემებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რთული სიტუაცია 6 წლიანი მუშაობის მანძილზე არ ჰქონიათ.



„რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია სწავლის გადადებასთან დაკავშირებით, ჩვენც სავარაუდოდ შევაჩერებთ სწავლას და სადეზინფექციო სამუშაოებს ჩავატარებთ. მთავრობის რეკომენდაციებს აქტიურად ვითვალისწინებთ. ყველა მშობელს ვეუბნებით, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და სასწავლო პროცესს დროებით ვწყვეტთ. ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესია, თუმცა ფინანსურის თვალსაზრისით ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, 6 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და მსგავსი პრობლემა არასოდეს გვქონია. ამ პირობებში მშობელსაც ვერ მოვთხოვთ თანხის გადახდას და ხელფასების გაცემის პრობლემაც შეიქმნება“, - აცხადებენ საბავშვო ბაღში „ნევერლენდი“.


საბავშვო ბაღში „ათინათი“ ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის შეჩერება ამ ეტაპზე მშობლების სურვილის გამო არ იგეგმება, თუმცა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და თუ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მომრავლდა, შესაძლოა სწავლა შეაჩერონ.


„იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად, დასაქმებულ მშობლებს ვემსახურებით, ხელს ვუწყობთ მათ, ამიტომ ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ მათაც მოახერხონ სამსახურში სიარული, ამიტომ რასაც მშობელი გადაწყვეტს ისე ვიქცევით, პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვერ ვიღებთ. თუ ამ მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, არ ვიცით რას ვიზამთ, ეს განხილვის საგანია, თუმცა ამ ეტაპზე სადენზიფექციო სამუშაობს აქტიურად ვახორციელებთ. როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საქმე რა თქმა უნდა ეს უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თუ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მომრავლდა, ალბათ გავჩერდებით“, - აცხადებენ საბავშვო ბაღში „ათინათი“.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up