„ეს აზრი სვანეთის მოსახლეობისთვის მიუღებელია“ - კახა ჟორჟოლიანი სვანეთის მაცხოვრებლებისთვის დენის გადასახადის დაწესებაზე საუბრობს

„ეს აზრი სვანეთის მოსახლეობისთვის მიუღებელია“ - კახა ჟორჟოლიანი სვანეთის მაცხოვრებლებისთვის დენის გადასახადის დაწესებაზე საუბრობს

access_time2020-01-29 13:45:06

„ელექტროენერგიის გადასახადი ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება ძალიან ცუდად.“ - მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის დაწესების მოსაზრებას უარყოფითად აფასებს.


„ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.


ცნობილია, რომ სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია. მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა.


კახა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის გადასახადის დაწესება მიზანშეწონილი არ არის და სამომავლო ნაბიჯებზე მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.


 „ამას დასხდომა და მოფიქრება სჭირდება, გადაწყვეტილების ასე მიღება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.  სოციალური პაკეტებიც უნდა შეიქმნას.  იმას,  რომ ეს აზრი მოსახლეობისთვის მიუღებელია,  ამას აქედანვე დაგიდასტურებთ, დანარჩენს მოსახლეობასთან შეხვედრის მერე გავარკვევთ“ - ამბობს მესტიის გამგებელი.



აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში უფასო ელექტროენერგიის ჭარბად გამოყენება სვანეთში ბიტკოინების მაინერების ამუშავებას უკავშირდება, რამაც გასულ წელს სვანეთის სოფლები რამდენიმე დღით ჩააბნელა.  აღსანიშნავია, რომ ამ მაინერებს  სამუშაოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება.


იწვევს თუ არა პრობლემას მაინერების მუშაობა რეგიონში და რამდენად საჭიროა ძაბვებზე დატვირთვის შესამცირებლად ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება მოსახლეობისთვის, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ სვანეთში მდებარე სასტუმროების დამფუძნებლებსაც გაესაუბრა.


„სასტუმროები გახნის დღიდან იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს, რადგან სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. როცა მაინერებით დატვირთულია რეგიონი, მერე ენერგია არ ჰყოფნის სხვა ობიექტებს. ვფიქრობ, რაღაც კუთხით კარგი იქნება ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება, რადგან  გაიზრდება ენერგია და დაბალანსდება სიტუაცია.“ - ამბობს მესტიის სასტუმრო „ბანგურიანის“ მეპატრონე ლაშა ჯაფარიძე.


სასტუმრო „მესტიის“ დამფუძნებელი მარიკა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზები ხშირად იტვირთება მათი სიძველის გამო და დიდთოვლიანობის შემთხვევაში ხშირად სოფლები ელექტროენერგიის გარეშე რჩება.


„დიდი დატვირთვის იყენებდნენ ელექტროენერგიას ჩვენს რეგიონში, ახლა მაინერები გატანილია და მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდა. თუმცა,  ელექტროგადამცემი ხაზები ძველია და გაიზარდა მოხმარება, გაიზარდა სასტუმროების რაოდენობაც, ზოგ სოფელში არც არის და რაღაც პერიოდი შუქის გარეშე არიან. ერთ ღამეში ნახევარი მეტრი თოვლი მაინც მოდიოდა და როცა კომუნისტების დროინდელ ბოძს და ხაზებს აწვებოდა ვერ უძლებდა და წყდებოდა.  რაც შეეხება გადასახადს, ბუნებრივია, ამას მოსახლეობა დადებითად ვერ შეხვდება.“  - ამბობს სასტუმრო „მესტიის“ მეპატრონე მარიკა ჯაფარიძე.


ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან მოუწევთ სვანეთის მაცხოვრებლებს ელქტროენერგიის გადასახადის გადახდა.


მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებით, ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის.” და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ყოველწლიურად  მთავრობა 30 მლნ. ლარზე მეტს ხარჯავს, რათა მოწყვლად ჯგუფებს კომუნალურების გადასახადი შეუმსუბუქდეს, ამ ფონზე სვანეთის ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლება მიზანშეწოლილად არ მიაჩნია.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up