ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი - BAG

ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი - BAG

access_time2020-09-18 11:00:21

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია თითქმის ერთი წელია ინტენსიურად მუშაობდა ცვლილებების პაკეტზე პროექტის ავტორებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს იყო წინააღმდეგობებით დატვირთული, მძიმე და ამავდროულად მეტად საინტერესო პროცესი, სადაც ყველა მხარეს სურდა მიეღო მაქსიმალური შედეგი, მაგრამ, ამავდროულად, პროცესში მონაწილე მხარეები გარკვეულწილად აცნობიერებდნენ კომპრომისების გზით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობებში სწორი ბალანსის მიღწევის საჭიროებასა და აუცილებლობას.

 

„მადლობელი ვართ, როგორც აღმასრულებელი ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების პროცესში ასეთი აქტიური ჩართულობისათვის. სწორედ მათთან და მათ წარმომადგენლებთან  მჭიდრო, პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად შევძელით  დაგვერწმუნებინა დისკუსიებში ჩართული ყველა მხარე, უცხოელი პარტნიორების ჩათვლით, რომ შრომითი ბაზარი არ არის ჯერ მზად და ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმგვარი სიახლეების შემოღება, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის ზრდა, სამუშაო საათების მკაცრი ლიმიტების დაწესება თუ სხვა.

 


თუმცა, ამავდროულად, მიუხედავად ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთისა ჩვენ დავთანხმდით მთელ რიგ ცვლილებებს, მათ შორის  დასაქმებულთა დაცვის მიზნით სამუშაო დროისა და შესვენების დროის დამატებით რეგლამენტირებას, თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შემოღებას, დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების სტანდარტების გაუმჯობესებას,  შრომის  ინსპექციის მანდატის გაფართოებას და ასე შემდეგ.

 

საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შრომითი კანონმდებლობის ახალი რედაქცია არის ის საუკეთესო ბალანსი, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შემოღებასა და დამკვიდრებას, მეორეს მხრივ კი არ შეუქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს ბიზნეს და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეული შედეგი არის ბიზნესის, და ზოგადად ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი მონაპოვარი და კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

 

 






„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 12:55:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო
access_time2020-10-27 11:55:55
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კონკკურსის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი მას ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს. ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და...


მსგავსი სიახლეები

up