ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია - უგულავა

ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია - უგულავა "ოცნებაზე"

access_time2021-10-23 18:36:38

"ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც პრემიერის სავარძელი უკავია, საერთოდ გაგნებაში არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რა არის ევროპული დემოკრატია. ამას ევროპა ჰგონია „შოპინგზე“ რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით და პარკებით ჩამოვლენ," - ასე პასუხობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს განცხადება არის ერთი ნათელი მაგალითი, რომ „ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის“.

„სინამდვილეში, კეთილდღეობა იქმნება სწორედ რეგიონალიზმით, როდესაც საქართველო იქნება ძლიერი, ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება - მეორე და ცენტრალური მთავრობა შეიძლება იყოს სხვა, ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ამავე დროს უფლებამოსილებების და შენი ვალდებულებების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა. სწორედ ეს ქმნის დოვლათს, ეს ქმნის განვითარებას. ეს ადამიანი იმდენად უვიცია, რომ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიაც არ იცის. მაგალითად, 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც თბილისში მაშინ მერი არ ირჩეოდა, მაგრამ საკრებულო იყო ოპოზიციური, დაიძრა ბევრი სოციალური პროგრამა - უფასო წიგნების პროგრამა, მაშინ დაიწყო და გამოჩნდა სტადიონები, მაშინ დაიწყო პირველი შეკეთება ლიფტების და ა.შ. ამ უვიცმა ადამიანმა ისიც არ იცის, რომ 2013 წელს მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი და თვითონ ხელისუფლებაში და მთელი დღე და ღამე მარტო მე მებრძოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, პირიქით, ბევრი პროექტი კეთდებოდა. ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვავითაროთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, პრაქტიკულად, ამით აშანტაჟებს ფოთელებს, ზუგდიდელებს, თბილისელებს, რომ თუ თქვენ მხარს არ დამიჭერთ, დაგსჯით! მინდა ყველას ვუთხრა, რომ სასაცილოა ეს ადამიანი, მისი ნალაპარაკებიც სასაცილოა და ვერავის ღარიბაშვილი ვერ დასჯის. 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს დიდ ქალაქებში და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებაც შეიცვლება. ოღონდ შეიცვლება არა ერთი პარტიით, არამედ, კოალიციით“, - განაცხადა უგულავამ.



წყარო: ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up