„რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გააკეთა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაგდება“

„რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გააკეთა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაგდება“

access_time2019-11-14 19:10:44

„ რაც  “ქართულმა ოცნებამ“ დღეს გააკეთა,ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაგდება. ეს იყო კონსოლიდირებული მოთხოვნა და შეთანხმება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასე ამაყად იმეორებდა და ამით პირველი პირები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს მათი მიღწევაა. მე თვითონ დავდიოდი საკონსტიტუციო განხილვის შეხვედრებზე და ვხედავდი ამ ყველაფერს“,  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.


„ამ ყველაფერს ჰქვია მოტყუება და საზოგადოების გადაგდება,დანარჩენი ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვეც და ახლაც არის მართული პროცესი. ახლა ვითომ ვიღაცა დატოვებს  უმრავლესობას, მანამდე არაფერი არ თქვეს და არც გააკეთეს და ახლა ვითომ პოლიტიკური გმირები გამოვლენ. პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ ჩააგდეს და მათმა 40-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს, ისეთმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა, რომლებიც თვითონ ამტკიცებდნენ, რომ პროპორციულზე გადასვლა არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის არის მნიშვნელოვანი თუ ეს დეპუტატები რა მიზეზით არ ესწრებოდნენ, შესაძლოა ეს თავის არიდების მიზნით ყოფილიყო, რომ პასუხისმგებლობას გაექცეოდნენ. თავის შეკავებაც ამ შემთხვევაში ნიშნავს წინააღმდეგ წასვლას, 37-მა ოცნების წევრმა შეიკავა თავი და სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ამ დროს თავის შეკავება უფრო მეტი უპასუხისმგებლობაა“,  განაცხადა ლევან კობერიძემ.


საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი. სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.



ქართული ოცნების პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.


ნინო თამაზაშვილი





Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-01 21:30:48
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია „ბიუჯეტით რომ ფინანსდება ზარალიანი კომპანიის აღდგენა, ეს არის კომუნისტური, საბჭოური მენტალიტეტი. კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის...

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს
access_time2020-07-01 15:00:48
„სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის“, - ასე პასუხობს თბილისის მერის დღევანდელ ბრალდებებს „შპს მშენებელი2019“- ის დირექტორი ამირან გელაძე. საუბარია, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. კახი კალაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up