ეს არის საგანგაშო სიგნალი - ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენების წერილს აფასებს

ეს არის საგანგაშო სიგნალი - ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენების წერილს აფასებს

access_time2020-05-16 15:00:03

წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია, - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

 

ბერძენიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო მკაფიო გზავნილებს ეხმაურება. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან მოკავშირეობაზეა აქცენტი გაკეთებული.

 

ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ, ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკულ შეფასებებს ხელისუფლების შეცდომებს უკავშირებს ერთიანი საქართველო - დამოუკიდებელი მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე.

 

მიმაჩნია, რომ გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისგან, არის  ძალიან საგანგაშო სიგნალი, - ამბობს ბურჯანაძე.

 


ხელისუფლებას რომ პუტინის მარიონეტები მათავენ, ამაზე საუბრობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების რუსეთთან მჭიდრო კავშირი ამერიკის მხრიდან აღქმულია, როგორც მათი ეროვნილი ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

 

ივანიშვილის საქმე დამთავრებულია. შემიძლია გითხრათ, რომ მას განაჩენი გამოტანილი აქვს, უბრალოდ, მასზეა დამოკიდებული, რამდენად დაამძიმებს ამ განაჩენს, - განაცხადა გუგავამ.

 

წერილი შეაფასეს პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების წერილი წარმოადგენს მკაფიო ვერდიქტს, რომელიც ფარდას ხდის “ქართული ოცნების” მმართველობის ანტისახელმწიფოებრივ წლებს.


“ქართული ოცნების” მიერ წარმოებულმა უგუნურმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ამ სამარცხვინო მომენტის დადგომა, როდესაც ხელისუფლება ღიად არის ეჭვმიტანილი ჩვენივე ქვეყნის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესების მტრობასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში. სენატორთა წერილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას და ღიად მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მავნებლური და უგუნური გეოპოლიტიკური სვლები, პირველ რიგში კი ანაკლიის პორტის ისტორიული პროექტის ხელისშეშლა, პირდაპირ არის განპირობებული ივანიშვილის კავშირებით რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.


მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მისი განცხადებით, სენატორები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას აცნობენ.

 

მისივე განცხადებით, წერილს ხელს აწერს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი, რაც საკითხის მაღალ დონეზე შესრულებას ნიშნავს.

 

„პირველ რიგში, ხელს აწერს ამ წერილს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მაღალ დონეზეა აწეული თვითონ ეს საკითხი. მთავარი გზავნილებია: 1. საქართველო ხელს უშლის ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში. ეს არის საგანგაშო და კატასტროფა, ანუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება; 2. ის მფარველობს საეჭვო წარმომავლობის ბიზნესმენებს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up