ეს არის რეპუტაციული ზიანი - ლევან კობერიძე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ

ეს არის რეპუტაციული ზიანი - ლევან კობერიძე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ

access_time2022-12-06 12:00:13

საპენსიო ფონდი უნდა იქცეოდეს ძალიან ფრთხილად, მისთვის მოსახლეობის მიერ მინდობილი ფული, მაქსიმალურად ნაკლებ რისკიან აქტივებში უნდა იყოს განთავსებული - ამის შესახებ ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი ნიკორას ობლიგაციებში ჩადო, რამაც ეკონომიკის და ფინანსების სფეროს ექსპერტებს კითხვები გაუჩინა.  ლევან კობერიძე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას რეპუტაციული ზიანის მომტანს უწოდებს და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს.

 

 

„საპენსიო ფონდის მუშაობის პირველი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, იმ აქტივის სწორად გამოყენებით, რაც რეალურად გროვდება მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხებით. დღეისათვის 3,5 მლრდ ლარი.

 

მეორე ამოცანა არის ე.წ გრძელი ფულის შექმნის პრეცედენტი. როდესაც ქვეყანაში არის ისეთი ტიპის ინსტიტუცია, როგორიცაა საპენსიო ფონდი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ე.წ. გრძელი ფულის პრეცედენტი შექმნას,  გრძელვადიან დაგეგმარებაზე ფიქრს შეაჩვიოს, როგორც საფინანსო ინსტიტუტები, ასევე ქვეყნის ეკონომიკა და ასე შემდეგ.

 


 

სწორედ ამ რეფორმის გამოა ძალიან ბევრი დახმარება, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო კორპორაციების გვერდში დგომა განპირობებულია სწორედ იმით, რომ ასეთი ტიპის საპენსიო რეფორმა ჩატარდა.  ამიტომ მასზე რაიმე სახის რეპუტაციული სახის ზიანის მიყენება, არის ძალიან დიდი მავნებლობა.

 

 

ეს არის რეპუტაციული ზიანი და ავხსნი რატომ: ფაქტობრივად ეს არის საინვესტიციო ფონდი, სადაც თანხები აკუმულირდება. საინვესტიციო ფონდი და მათ შორის საპენსიო ფონდი უნდა იქცეოდეს ძალიან ფრთხილად, რადგანაც მისთვის მოსახლეობის მიერ მინდობილი ფული იყოს მაქსიმალურად დაცულად განთავსებული სხვადასხვა თემებში.

 

 

ჩვენ კანონის მიღების დროს სწორედ ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ნაკლებ რისკიან აქტივებში უნდა იყოს ეს ყველაფერი განთავსებული. იმიტომ რომ სხვა საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს კერძო თუ სახელმწიფო, საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანად პასუხისმგებელი მოსახლეობის წინაშე და ამიტომ ნებისმიერი რყევა, ნებისმიერი სარისკო გადაწყვეტილების მიღება, მეტი მოგების თვალსაზრისით, ფაქტობრივად არყევს მის რეპუტაციას და მდგრადობას უქმნის საფრთხეს.

 

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე როდესაც ვსაუბრობთ, BB რეიტინგის მქონე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ეს ტრანზაქცია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეჭვქვეშ აყენებს სანდოობას, გრძელვადიანი თვალსაზრისით, შეძლებს თუ არა საპენსიო ფონდი განთავსებული აქტივის უკან მოგებით დაბრუნებას.

 

 

ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, სანდოობის თვალსაზრისით დიდ საფრთხეს უქმნის საპენსიო ფონდს. ჩემთვის გაუგებარია, რით მოხიბლა „ნიკორას“ მენეჯმენტმა, ან „ნიკორამ“, რომ მათ მოახერხეს ამ აქტივის მოზიდვა,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up