ეს არის ნუგეში მიმდინარე სოციალური პრობლემებისთვის, ანტიკრიზისული გეგმა კი სერიოზულ მაკროეკონომიკურ ანალიზს უნდა დაეყრდნოს - ირაკლი იაშვილი

ეს არის ნუგეში მიმდინარე სოციალური პრობლემებისთვის, ანტიკრიზისული გეგმა კი სერიოზულ მაკროეკონომიკურ ანალიზს უნდა დაეყრდნოს - ირაკლი იაშვილი

access_time2020-04-26 17:00:03

„ამ დოკუმენტს მე ვერ დავარქმევდი ანტიკრიზისულ  გეგმას, ეს იყო კრიზისის პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.“ - ამის შესახებ „ კომერსანტთან“ ბიზნესმენა ირაკლი იაშვილმა განაცხადა.

„კრიზისული მენეჯმენტისთვის ჯამში და არა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღდგენაზე, ქვეყანა დახარჯავს 3 მლრდ 500 მლნ ლარს. აღნიშნულიდან მოქალაქეზე ზრუნვასა და მათ სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 1 მლრდ 35 მლნ ლარი, ეკონომიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე 2 მლრდ 110 მლნ ლარი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბრძოლაში 350 მლნ ლარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის მიერ წარდგენილი გეგმის შეფასებისას ირაკლი იაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმა მიმდინარე პრობლემების შემსუბუქებას ისახავს მიზნად, ხოლო საბოლოო ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა სერიოზულ მაკროეკონომიკურ ანალიზზე უნდა იყოს დაფუძნებული.


პრემიერმაც ხაზგასმით თქვა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ, რადგან ჯერ არ ვიცით სად ვართ ეკონომიკურად. ეს არის სოციალური ღონისძიებების პაკეტი ე.წ. აკრძალვების მნენეჯმენტის პირობებში. მთავრობა დახმარების პაკეტს სთავაზობს როგორც სოციალურად დაუცველ ფენებს, ასევე უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას. მეორე საკითხი შეეხება 3,5 მილიარდიან პაკეტს. გასაგებია, რომ რაღაც ფულს ვსესხულობთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ნასესხები თანხები იხარჯება თუ არა ბიუჯეტში დეფიციტის შესავსებად, სოციალური ხარჯებისთვის.  თუ ეს ასეა, მაშინ არასწორია. არ შეიძლება ნასესხები ფულით გაისტუმრო მიმდინარე ხარჯები. ნასესხები ფულით მხოლოდ გრძელვადიანი ან საშუალო ინვესტიცია უნდა გააკეთო ეკონომიკაში, რომელიც მერე მოგებას მოგვცემს.


ეს ის დოუმენტი არ არის სადაც ეკონომიკის დიაგნოზი უნდა დავინახოთ, ამ პრეზენტაციის ამოცანა არ იყო ეკონომიკის აღდგენის გეგმა, საბოლოო გეგმა უნდა დაეყრდნოს მაკროეკონომიკურ ანალიზს.

ეს არის ნუგეში მიმდინარე პრობლემებისთვის, როგორც სოციალური ისე ბიზნესებისთვის რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა.“ - აცხადებს იაშვილი.


როგორც „ისთ გეით გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს დღევანდელი პრეზენტაციის ამოცანა ეკონომიკის აღდგენის გეგმა არ ყოფილა. მოსახლეობისთვის 200 ლარის ოდენობის დახმარება კი უბრალოდ ზრუნვის მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ მცირე თანხაა.


„ორი ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმე ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომაროებაში, როცა უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ერთი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც“ - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა  დღევანდელ პრეზენცაციაზე განაცხადა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up