ეს არის მაგარი კრიზის–მენეჯმენტი? ამისთვის ჩამოშალეს ეკონომიკა?

ეს არის მაგარი კრიზის–მენეჯმენტი? ამისთვის ჩამოშალეს ეკონომიკა?

access_time2021-06-14 11:11:14

1 მილიონ ადამიანზე კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით 22-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში. 1 მილიონ ადამიანზე კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობით 39-ე ადგილზე

222 ქვეყანას/ერთულს შორის. ანუ ინფიცირების შემთხვევებით პირველ 10%-ში ვართ

ხოლო, გარდაცვლილების რაოდენობით - პირველ 20%-ში. მოწინავე პოზიციები გვიჭირავს ორივე შემთხვევაში. სამაგიეროდ, აქცინირებული მოსახლეობის %-ით ვართ 130-ეზე

და ეს აქედან გაგზავნილი რიცხვებით, რეალურად კაცმა არ იცის, – წერს დეპუტატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

„ესაა მაგარი კრიზის-მენეჯმენტი?

ამისთვის ჩამოშალეს შარშან ეკონომიკა?

(იტალია, გერმანია, უზბეკეთი, კუვეიტი, სინგაპური, ალჟირი, იაპონია, განა, შვეიცარია, ტაჯიკეთი, კენია, ტუნისი, ფინეთი, იამაიკა, ბრაზილია, ჩილე, სან მარინო, შვედეთი, ბელარუსი, ნორვეგია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, კანადა, ავსტრია, თურქმენეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, მაროკო, ლატვია, ახალი ზელანდია, პერუ, პორტუგალია, ლუქსემბურგი, შრი ლანკა, სლოვაკეთი, ეგვიპტე და ათობით სხვა ქვეყანაში შარშან ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, მათ შორის ჩვენი 4 მეზობლიდან სამში: რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში)

ამისთვის დააკარგინეს შემოსავალი ადამიანებს?

ამისთვის გააკოტრეს ხალხი?


ამისთვის გააღატაკეს ისედაც ღარიბები?

ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?

სინამდვილეში ყოველთვის #$%ზე ეკიდათ თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

შარშან არჩევნები ჰქონდათ მოსაგები რომ ძალაუფლება და თქვენი ყვლეფის მორიგი 4 წლიანი ლიცენზია არ დაეკარგათ.

ამისთვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები.

ამისთვის შეაგროვეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ფული ხაზინაში - 21 მილიარდ 800 მილიონი ლარი.

აქედან 11 მილიარდი პირდაპირ ჯიბეებიდან ამოგიღეს გადასახადების სახით.

ამისთვის აიღეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ვალი - 7 მილიარდ 300 მილიონი ლარი.

ამისთვის გასწიეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ხარჯი - 16 მილიარდ 100 მილიონი ლარი (თითქმის 3 მილიარდი ლარით მეტი ვიდრე 2019-ში, და ეს მაშინ, როცა ეკონომიკა 2020-ში 6%-ით შემცირდა).

რამდენი მოიპარეს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?

და ეს ყველაფერი „გააპრავეს“ კორონა-პანდემიით, პრინციპით - война всё спишет.

შეწირეს ქვეყანა ძალაუფლების შენარჩუნებას.

თქვენ კი ეს ჭამეთ, რადგან როცა პანდემიით დაგაშინეს, ისე შეგეშინდათ რომ აღიარების გრცხვენიათ.

სინამდვილეში ესაა შარშანდელი არჩევნების გაყალბების ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება, რომელზეც არავინ საუბრობს, რადგან შარშან გაზაფხულზე თვითონაც სუნი დააყენეს და ითხოვდნენ მთავრობის აქტიურ ქმედებებს.

ყველა პასუხისგებაშია მისაცემი ვინც ამ დიდ, უსინდისო და მავნებლურ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა რომ ვიღაცეებს ძალაუფლება არ დაეკარგათ, მუშკტერებით დაწყებული, მარნეული-ღვანკითის ჩაკეტვასა და ქუჩების რეცხვაზე ბრძანებების გამცემებით დამთავრებული“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up