„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

access_time2020-01-24 10:45:27

საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა.


ახალი კანონის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სფეროს ექსპერტებს და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე კანონპროექტს დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ საჭიროა ბიზნესთან სათანადო კომუნიკაცია.


„ამ კანონს დადებითად შევაფასებდი, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა იქითკენ, რომ კომპანიები სავალუტო რისკებისგან უფრო მეტად იყვნენ დაზღვეულები და ეს საკანონმდებლო ცვლილება მათ ამაში ხელს შეუწყობს. თუმცა, სამწუხაროდ დღეს ბაზარზე არსებობს ჰეჯირების ინსტრუმენტები, რასაც სამწუხაროდ აქტიურად არ იყენებენ, შესაბამისად, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება საქმეს არ უშველის, ამას სჭირდება კარგად დანერგვა და კომუნიკაცია ბიზნესთან იმასთან დაკავშირებით, რომ  ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენონ და ეს ცვლილება უნდა მივიდეს კონკრეტულ ბიზნესამდე.  მათ შორის, მცირე მეწარმეებამდე. ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი რეფორმა და რეგულაცია, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ინფორმაცია სათანადოდ არ იყო მიწოდებული, ან არასწორად მიაწოდეს და სიფრთხილით ეკიდებოდნენ, თორემ ცვლილება საერთო ჯამში ცუდი არ არის, უბრალოდ სათანადო კომუნიკაცია და ბიზნესისთვის ახსნა  სჭირდება“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დერივატივების გამოყენება ხელს უწყობს შემოსავლის ზრდას და რისკების მართვას, თუმცა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, თავად დერივატივებსაც აქვს ფინანსური რისკები, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი ცოდნის და რისკების მართვის სისტემების არსებობა. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტი ბევრ რისკს შეიცავს, თუმცა, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ამით სებ-ის უფლებების განუსაზღვრელი ხდება.


„ეს კანონპროექტი ცალკე აღებული არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ მნიშვნელოვან დოკუმენტს, მაგრამ ეს არის ნაწილი იმ ბრმად მიღებული რეგულაციების, რომელიც დირექტივების პირდაპირ გადმოღებას უკავშირდება. როგორც ყოველთვის, კვლავ არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური ბაზრების ინტერესები. პირდაპირ ხდება კონკრეტული დირექტივების შემოღება. ეს კანონი უნდა დაუქვემდებარონ საქართველოს სამართლებრივ სისტემას, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ კანონში ისეთი რაღაცეები ჩაწერეს, რაც გარკვეულ სუბიექტებს აზიანებს. მაგალითად, საკმაოდ სახიფათო შეზღუდვები აქვთ, როდესაც საქმე ეხებათ უზრუნველყოფის ღონისძიებებს ანუ რიგ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელსაც დერივატირების შეათანხმება აქვს მეორე მხარესთან გაფორმებული, გაკოტრების დროს, შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი, ეს ზღუდავს თავისუფალ ურთიერთობას ეკონომიკურ და ფინანსურ სუბიექტებს შორის. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ფუნქციები საგრძნობლად იზრდება, მას არა მარტო  ზედამხდველობა შეუძლია, არამედ უფლება ეძლევა მთლიანად ჩაერიოს გარკვეული შეთანხმებების დროს. ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.



კომერციული ბანკების ხელმძღვანელები უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ახალ კანონპროექტს და მიიჩნევენ, რომ კანონი ხელს შეუწყობს დერივატივებით ვაჭრობის სტანდარტიზაციას და შეამცირებს კონტრაგენტის რისკებს.


„დერივატივების კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემისთვის. კანონი ხელს შეუწყობს დერივატივებით ვაჭრობის სტანდარტიზაციას, შეამცირებს კონტრაგენტის რისკებს და ქართულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს დაიმკვიდრონ ადგილი გლობალურ ბაზრებზე. თიბისი ბანკი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ადგილობრივი სამართლებრივი გარემო შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ.


საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალია კი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედება ბანკს საშუალებას მისცემს გააფორმოს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართი უფრო მეტ საერთაშორისო ბანკთან.


„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ბანკის სამუშაო ჯგუფი. კანონის ამოქმედება ბანკს საშუალებას მისცემს გააფორმოს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება (ISDA) და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართი (CSA) უფრო მეტ საერთაშორისო ბანკთან, რაც საბაზრო რისკების მართვისთვის საჭირო ოპერაციებს უფრო მოქნილს გახდის. ამასთან, ბანკს საშუალება ექნება დერივატივების ოპერაციები გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს მის მომხმარებლებს. ახალი კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ბაზრის მონაწილეთა ცნობადობის ამაღლებას საბაზრო რისკების მართვის კუთხით“, - ამბობს სულხან გვალია.


კანონის პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მის მომზადებაში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ადგილობრივი ფინანსური ბაზრის და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები. ეროვნულ ბანკს მხარდაჭერას უწევდა EBRD. ასევე სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ISDA-მ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up