ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან - ბიზნესომბუდსმენი ოქროს სიის გაუქმების შესახებ

ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან - ბიზნესომბუდსმენი ოქროს სიის გაუქმების შესახებ

access_time2019-06-06 13:32:26

„ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“ - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანებას კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებს კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა აქამდე მოქმედი 30-დღიანი ვადის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ.


ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).


„იმპორტის გადასახდელების გადახდის 30 დღიანი ვადით ე.წ ოქროს სიის მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3 ივნისს ამოქმედებული ახალი წესი სრულიად მოულოდნელი იყო. აღნიშნულის შესახებ არცერთ ბიზნესასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, მაცნეში გამოქვეყნდა 3 ივნისს, ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს და 217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია.“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.


მისივე თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა.



„მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს„- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.


ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებზე მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება.





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up