მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

access_time2019-05-20 17:00:16

წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ.


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე პასუხისმგბლობას იხსნის და “კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს —  “ეს ადამიანები არიან თვითდასაქმებულები და მათ მერია არ აკონტროლებს“.


„რეალურად თუ გატარდა სწორი საპარკინგე პოლიტიკა და იქნება თავისუფალი ადგილები, „სტაინშიკების“ საჭიროება თბილისში აღარ იქნება. ეს არის ფენა, რომელიც თვითდასაქმებულები არიან და ჩვენ მათ მიმართ მოწყალებას ვიჩენთ. ეს პრობლემა ავტომატურ რეჟიმში დალაგდება, როდესაც სისტემა გაიმართება და მუშაობას სრულად დაიწყებს, “ - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.




დარგის ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ე.წ სტაინშიკების გამომუშავებული თანხა კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიდის. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პასუხი შემდეგია:


„ეს თუ თაღლითური სქემაა, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს, რომლებმაც შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. ალბათ უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ვალდებულება კი არის,  შევქმნათ ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა და ს „სტაინშიკების“ საჭიროება ქალაქში აღარ იყოს. ამას ვაკეთებთ,“ -  განმარტავს მამუკა მუმლაძე.



ის, რომ ე.წ. სტაიანშიკები დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიუღებელია, კარგად ჩანს მერიის პროექტიდან  „შენი იდეა თბილისის მერს“, რომლის  ფარგლებში არა ერთი ინიციატივა დარეგისტრირდა.  თუმცა მოქალაქეებსა და მერს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 



ბაჩო ადამია




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...


მსგავსი სიახლეები

up