„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებს ეხება“ - მინისტრის მოადგილე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონზე

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებს ეხება“ - მინისტრის მოადგილე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონზე

access_time2022-07-05 14:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი ალექსანდრე დარასი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი კრიშტოფ მიხალაკი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ტრენინგის დაწყების ღონისძიებას დაესწრნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, აღნიშნული ტრენინგები დაგვეხმარება, ევროპელი ექსპერტებისგან სიღრმისეულად გავიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და შევძლოთ, აღსრულების სისტემა მაქსიმალურად მივუახლოოთ ევროპულს.


„გასულ წელს, მივიღეთ ახალი კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებს ეხება და პირდაპირ კავშირშია გარემოსდაცვითი მმართველობის და აღსრულების სისტემის გაუმჯობესებასთან. უკვე ვიწყებთ მის პრაქტიკაში აღსრულებას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი, ახალი და ინოვაციური ჩვენი ქვეყნისთვის. კანონი ორიენტირებულია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აღდგენაზე და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე. ეს არის სისტემური ცვლილება გარემოსდაცვით სფეროში და, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლონ ის ევროპული პრაქტიკა, რაც უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


ტრენინგი „გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის აღდგენითი ღონისძიებების განსაზღვრა და შეფასება და აღდგენის გეგმის მომზადება“ EU4Environment პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მხარდაჭერით ტარდება. ტრენინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ის თანამშრომლები ესწრებიან, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული კანონის აღსრულების ნაწილში.


სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემას, განხილული იქნება გარემოს აღდგენის ტექნოლოგიები და გარემოსდაცვითი პრობლემების დაძლევის სხვადასხვა სტრატეგია დეგრადირებულ ურბანულ, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ლანდშაფტებთან მიმართებაში. თეორიულ სწავლებასთან ერთად, განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, ჩატარდება საველე სწავლება.



საქართველომ, 2021 წელს, მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. კანონი მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვას, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც არის გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია, აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.


კანონის საფუძველზე, შექმნილია გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამა, რომლის მიზანია ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა, ასევე ისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს კვლევა. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გზდ) და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up