„ეს არის ჩვენი სამსახური და იმიტომ არ უნდა მივიდე, რომ ვიღაც მემუქრება?“ - არველაძე პარლამენტის პიკეტირებაზე

„ეს არის ჩვენი სამსახური და იმიტომ არ უნდა მივიდე, რომ ვიღაც მემუქრება?“ - არველაძე პარლამენტის პიკეტირებაზე

access_time2019-11-17 22:47:22

„ჩვენი სამსახური არის პარლამენტი. პირადად მე მივალ პარლამენტში და ჩემი კოლეგებიც. თუ არ შეგვიშვებენ, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.


ოპოზიციის გეგმების განხორციელებისთვის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი საჭირო ზომად „ოცნების“ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ასახელებს.


„ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში აღარ შევა და პირველ ეტაპზე რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა თავიანთი საქმიანობა ვეღარ განაგრძონ“, - ასეთი განცხადება გააკეთა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართულ საპროტეტსო აქციაზე და დაანონსა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდება, პარალმენტის შემდეგ სხვა სახელმწიფო უწყებების შენობების ჯერიც დადგება.



„ეს ნორმალური განხადებაა და შეიძლება კაცმა ეს თქვას, პარლამენტარებს არ შევუშვებ შენობაშიო? პირადად მე მივალ პარლამენტში და ჩემი კოლეგებიც. ეს არის ჩვენი სამსახური და იმიტომ არ უნდა მივიდე, რომ ვიღაც მემუქრება?


„იურისტი არ ვარ და არ ვიცი, არის თუ არა ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, რომელიც დასჯადია.


„ამ შემთხვევაში გასაგებია სადაც უნდა შეუშვან უგულავა. არავის არ უნდოდა პროცესების ასე განვითარება. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად მოწადინებული იყო, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი გასულიყო, მაგრამ 40 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა და რა ვქნათ, ტყვია ვესროლოთ? ყველა უნდა დავმშვიდდეთ და მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.


გაზეთი "რეზონანსი" 




ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო
access_time2019-12-16 17:00:42
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს. ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...


მსგავსი სიახლეები

up