"ეს არის ბელორუსი მემანქანეების შეურაცხყოფა" - "ერთობა 2013" კახა კალაძის განცხადებაზე

access_time2020-11-26 12:32:54

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013" კახა კალაძის განცხადებას მემანქანეების ბელარუსიდან ჩამოყვანის შესახებ გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ეს არის ბელორუსი მემანქანეების შეურაცხყოფა, რადგან მათ სამუშაოდ ისეთ ქვეყანაში ეპატიჟებიან, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო ეპიდემიის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილზე.~

„კომერსანტი“ ერთობა 2013“- ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

„მოგესალმებით, გვინდა გამოვახმაუროთ მერის გუშინდელ განცხადებას.ბელორუსი მემანქანეების ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

ჩვენის აზრით ეს არის ბელორუსი მემანქანეების შეურაცხყოფა, რადგან სამუშაოდ ეპატიჟებიან ისეთ ქვეყანაში სადაც, ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილზე ვართ.

თუ მერი ბელორუს მემანქანეებს, შესთავაზებს სტერილურ სამუშაო გარემოს და დაიცვას მათ ვირუსისაგან?

ასეთ შემთხვევაში ჩვენს მემანქანეებს რატომ არ შესთავაზეს იგივე გარემო?

ეს დღეებია ჩვენ ვაცხადებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიაში, მემანქანეების გარდა სხვა პოზიციაზე დასაქმებულებიც არიან დაინფიცერებული. თუმცა, რამოდენიმე სამსახურის უფროსმა, არ მოგვაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ - ამ გადაწყვეტილებას, თვითონ ვერ მიიღებთო. ჩვენის აზრით, ეს საკითხი დირექციიდანაა დავალებული, რადგან არ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია. ეს საეჭვოს ხდის იმას, რომ სატრანსპორტო კომპანიის დირექცია, არ აწვდის სწორ ინფორმაციას დაინფიცერებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ, არც მერიას და არც საკოორდინაციო საბჭოს.რადგან მერიამ განაცხადა გუშინ, რომ 25 მემანქანეა დაინფიცირებულიო.

რეალური ციფრი კი 50-დეა, ეს მხოლოდ მემანქანე ორივე ხაზზე, 20 კი ექსპლუატაციაში სხვადასხვა პირი რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს მატერებლების მოძრაობასთან.

დღეს კიდევ ველოდებით 40_მდე მემანქანის პასუხს ლუგარიდან. ეს მხოლოდ ვარკეთილი - ახმეტელის ხაზზე, რაც შეეხება საბურთალოს ხაზზიდან ჯერ არცერთი მემანქანე არ გაუგზავნიათ ლუგარში ტესტის ასაღებად. ვინც შეამჩნია სიმპტომები თავის ხარჯებით გააკეთა ტესტი და გადიან მკურნალობას.

დავუბრუნდეთ ისევ მერის განცხადებას.

სადაც იგი სატრანსპორტო კომპანიის დირექციას მოხსენიებს იმ კონტექსტში რომ, რაც კეთდება მეტროში, ეს ციდან ხომ არ ჩამოვარდა, ანუ ღირსეულად და ეფექტურად მართავენ კომპანიას.


დავიწყებთ იმით ბატონო მერო, რომ სწორედ ეს მენეჯმენტია სიცრუეს რომ გათქმევინებეთ სახალხოდ დაინფიცირებულების შესახებ, ასევე გათქმევინეს 2018_ში მეტროს გაფიცვის წინა პერიოდებში, (თუმცა მას შემდეგ რამოდენიმე მათგანი ჩვენს კომპანიაში აღარ მუშაობს).

რაც შეეხება პირნათლად მათზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებას.

ამ პანდემიის პირობებში უკვე რამდენიმე თვეა მუშებს ვერ უზრუნველყოფენ ხელის დასაბანი საპონით და თვითონ ყიდულობენ მუშები.

ბევრ სამსახურებში მუშებს ვერ უზრუნველყოფენ სპეც ტანსაცმლით და სპეც იარაღებით.

წელს პირველად მემანქანეებს ზამთრის ფორმა ვერ შეუკერეს, ეს იმ ფონზე როცა განცხადებული გაქვთ, რომ მეტროს მემანქანე ქალაქის სახეა და მართლაც ესეა, მას უცქერის ასიათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე თუ ამ ქალაქის სტუმარი. როგორც წესი ეს ფორმები ყბადაღებული თემაა და ყოველ ორ წელიწადში ხდება პრობლემური. ამ საკითხზეც ბევრჯერ გავაცანით ჩვენი ხედვა დირექციას, მაგრამ ამაოდ. ფაქტი სახეზეა, უფორმოდაა დღეს მემანქანეები, და რაც მოუტანეს ზაფხულის ფორმას ვგულისხმობთ, ისიც არ აცვიათ და თავისი სახსრებით შეიძინეს მსგავსი ფერის.

იგივე შეძლება ითქვას კონტროლიორებზე, სადგურისა და დეპოების მორიგეებზე და ბლოკსაგუშაგოს მორიგეებზე.

თვეები გრძელდება ელემენტალური სარემონტო სამუშაოები შესაბამისი სათადარიგო ნაწილების არ ქონის გამო, რაც სამუშაო პროცესს ართულებს და აჭიანურებს.

ვერ მარაგდება საჭირო რაოდენობით მუშა პერსონალი ვერც სპეც იარაღებით, რომელიც განიცდის ცვეთას და საჭიროებს პერიოდულ განახლებას. ვერც საჭირო რაოდენობის ნაწილებით, სამსახურები რომლებიც, ატარებენ მოძრავი შემადგენლობის რემონტებს, ესკალატორის, ენერგოს, გვირაბების და კიდევ სხვა ბევრი სამსახურის მიმართულებით.

და თუ დღემდე ესე ,,გამართულად" მუშაობს მეტროპოლიტენი, დაგვერწმუნეთ ეს ნამდვილად არაა დირექციის დამსახურება. ეს არის სწორედ იმ პროფესიონალი მუშა ხელის დამსახურება, რომელსაც ერთხელაც არ გადაუხადეთ მედლობა, თუნდაც ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც გარდა თავისზე დაკისრებული მოვალეობისა, ასრულებენ დღემდე სადგურების და მატარებლების დეზინფექციას, ეს გრძელდება თვეები და პრემია კი არა მადლობაც არავის უთქვამს მათთვის.

ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის დირექციამ მოსწყვიტა სამუშაო ადგილებს და ,,პრევენციის" მიზნით დააყენა სადგურებში რათა ათასობით მგზავრს მოუწოდონ პირბადეების მოხმარებისკენ, დაინფიცირების საბრთხის ქვეშ დააყენეს და დაინფიცირდნენ კიდეც.

გენერალური დირექტორი ნანახი არ ყავს დასაქმებულ ადამიანებს, რომ შეხვდეს სამსახურში ვერ მიესალმებიან.

აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ დამოკიდებულებაზე, კოლექტიური ხელშეკრულების მიმართ გულგრილობაზე, ( თუმცა ამ საკითხს მივუბრუნდებით ძალიან მკაცრად როდესაც პანდემია გადაივლის)

თავს არიდებს პროფკავშირთან შეხვედრას, რადგან როგორც ჩანს მისი ერთერთი ხელქვეითის გუშინდელ განცხადებაში როგორც მან მოგვიხსენია ,,რაღაც პროფკავშირად" ესეთი დამოკიდებულება აქვს მშრომელი ხალხის მიმართ.

ჩვენი აზრით ბატონო მერო, თქვენ გუშინდელი ჩვენი განცხადების შემდეგ, მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა, დაუყოვნებლივ უნდა მოგეთხოვათ ჩვენთან შეხვედრა და დარწმუნებულიყავით სიმართლეში. არამც და არამც არ უნდა გეხსენებინათ ბელორუსი მემანქანეების ალტერნატივა, არ უნდა შეგექოთ კომპანიის მენეჯმენტი სანამ არ დარწმუნდებოდით მათ დამოკიდებულებაში საქმის მიმართ.

ბატონო მერო, ჩვენ მოგიწოდებთ რომ დააფასოთ მშრომელი საზოგადოება, რომელიც უმეტესი წილის შემომტანია ბიუჯეტში და ამომრჩეველია ხელისუფლებისა.“ - ნათქვამია „ერთობა 2013“ - ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up