„ეს არც რეფორმაა და არც ტარიფიკაცია, ეს  სფეროს დანგრევაა!“

„ეს არც რეფორმაა და არც ტარიფიკაცია, ეს სფეროს დანგრევაა!“

access_time2019-11-27 13:50:49

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებმა  პრესკონფერენციაზე ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველ რეფორმა გააპროტესტეს და № 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

 

„ის ტარიფები რომელიც  ჯანდაცვის სამინისტრომ  დაგვიდგინა არათუ ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხს, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ნებისმიერ სიცოცხლის გადამრჩენი სერვისების მიწოდებას. ძველი ტარიფიც კი ვერ უძლებდა ინფლაციას, ხოლო ახალი ტარიფით საერთოდ შეუძლებელი ხდება პროცედურების ჩატარება.“, -  განაცხადა „საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ.

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ახალი რეფორმით ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია. პროფესორი ამბობს, რომ  პროტესტის ტალღა ჰოსპიტალურ სექტორში უფრო და უფრო გაღრმავდება, როდესაც რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი.

 

„როდესაც 5 ნოემბერს ბრძანება გამოქვეყნდა, ჩვენ 6 ნოემბერსვე გვქონდა რეაქცია და ვთხოვეთ სახელმწიფო უწყებებს შეხვედრა, ბიზნესომბუდსმენის გარდა არსად შეხვედრა არ შემდგარა. მხოლოდ გუშინ მივიღეთ წერილი, ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ მივსულიყავით დაინტერესებული პირები სამინისტროში და დაგვესვა კითხვები, რომელზეც პასუხს გაგვცემდნენ. რეფორმა შეეხო ყველაზე ძვირადღირებულ დარგებს. ეს არც ტარიფიკაციაა და არც რეფორმაა ეს არის უბრალოდ ფასების კატასტროფულად შემცირება.ტარიფიკაცია ნიშნავს ტარიფების გადახედვას, რომელიც მცირეა   გაზარდო, რომელიც ნორმალურია დატოვო და რომელიც დიდია შეამცირო. დაიწყეს ყველაზე ძვირადღირებული სერვისებით, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია და აპირებენ ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის ფულის მოკლებას. შემდგომში როგორც სამინისტრომ განგვიმარტა დადგენილება ამ ეტაპზე 800 ნოზოლოგიას  შეეხო, შემდგომში 8000 ნოზოლოგიას უნდა გადახედონ და ეს გადახედვა იქნება შემცირება და არა თანხის გაზრდა. ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა სამინისტრო დათმობაზე, ხელს არავის ვუგრიხავთ, ვთხოვთ დადგენილება რამდენიმე თვით გადავადდეს , შეიქმნას დარგობრივ სპეციალისტებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად კომისია და თითოეული ტარიფი გადაიხედოს. რევოლუციას ვერ მოვაწყობთ მაგრამ პროტესტის ტალღა ექიმებში გაიზრდება მაშინ როდესაც რეფორმა სხვა დარგობრივ სფეროებსაც შეეხება“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

„საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის ტარიფების გათანაბრება პრობლემა არ არის. მისი თქმით, პრობლემა დაბალი ტარიფიკაციაა. პროფესორი აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ გათანაბრებულ ტარიფებს, მაგრამ მკურნალობის ტარიფები რეალური უნდა იყოს.

 

„ჯანდაცვის მინისტრი ექიმია, სტომატოლოგია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმია, ამიტომ მათ არ ევალებათ და ვერც დავავალებთ ღრმა ეკონომიკურ გათვლებს. კარდიოლოგთა საზოგადოებას გვინდა დამოუკიდებელი ექსპერტიზისათვის ეკონომისტებს დადგენილი ტარიფები შეისწავლა ვთხოვეთ. პირველივე შეხედვით თქვეს, რომ ტარიფები არა რეალურადაა დათვლილი. კლინიკებმა, როგორც კანონმორჩილმა დაწესებულებებმა ვცადეთ ახალი ტარიფებით მუშაობა , ერთი კვირა უკვე გავიდა, რამდენადაც პირველი გამოცდილება აჩვენებს უკვე კლინიკები წაგებაზე მუშაობენ. კლინიკა რომელიც გინდა სახელმწიფო გინდა კერძო მუშაობს წაგებაზე რაღაც მთლად კარგად არაა დათვლილი. ალბათ პერსონალის შემცირება მოგვიწევს, რამდენად ვიცი რამდენიმე დაწესებულებამ ​ხელფასები 25 %-ით შეამცირა “, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.  წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ჰოსპიტალურ სექტორს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს. როგორც კახაბერ ეცადაშვილი აცხადებს რეფორმის ამქომედებიდან ერთი კვირის თავზე კლინიკა უკვე წაგებაზე მუშაობს, რაც საბოლოოდ კლინიკის დახურვას გამოიწვევს.

 

„უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი. დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივებისთვის  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს რომელიც საჭიროა. როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკთხი, თუ საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები. კლინიკა, ჯერჯერობით, წაგებაზე მუშაობს; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გადავადდეს ეს დადგენილება. განემარტოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი მოგების და ჯიბის გასქელების მიზნით არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს კახაბერ ეცადაშვილი.

 

პრესკონფერენციიდან კლინიკების წარმომადგენლების ნაწილმა სამინისტროში დაანონსებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა ამას „კომერსანტი“ უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

 

შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის  № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.


ბაჩო ადამია 

ნათია ლომიძე




მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up