ეს არ არის სტანდარტული სივრცე, რომელსაც ადამიანები მიჩვეულები არიან  -  პროექტი 39

ეს არ არის სტანდარტული სივრცე, რომელსაც ადამიანები მიჩვეულები არიან - პროექტი 39

access_time2020-09-01 17:40:01

პროექტი 39  განსხვავებული და მწვანე კონცეფციის კაფეა, სადაც  ტრადიციული მომსახურების გარდა მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობები დახვდება.


როგორც „კომერსანტს“ პროექტი 39 - ის დამფუძნებელმა სოფო შენგელიამ განუცხადა, მსგავსი კონცეფციის კაფის შექმნის იდეა კერძო სახლში გადასვლის შემდეგ გაუჩნდათ.


პროექტი 39 ის იდეა უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ოჯახში გაჩნდა, ეს არის ოჯახური საქმიანობა და მაშინ დაიწყო როდესაც საცხოვრებლად კერძო სახლში გადავედით და დავიწყეთ ამ სახლის აშენება მოპირკეთება.


ორი წლის კი წინ ჩვენ ეზოში ავაშენეთ პატარა სახლი, გავამწვანეთ სივრცე და სტუმრების მიღება გადავწყვიტეთ, რადგან  ვფიქრობთ, რომ თბილისში ასეთი სივრცეების  ნაკლებობაა“,- აცხადებს სოფო შენგელია.


პროექტი 39 მომხმარებელს სხვადასხვა გასართობ თუ კულტურულ აქტივობებს სთავაზობს, იქნება ეს პოეზიის  საღამო თუ  სხვადასხვა თამაშები, სივრცეს ასევე არ აქვს Wifi, რადგან მომხმარებლებმა ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ.


როგორც სოფო შენგელია აცხადებს, პროდუქტიც განსხვავებული და ნატურალური აქვთ, რადგან ყველაფერი მათ ეზოში მოყვანილ პროდუქტებზე მზადდება.


პროექტი 39 ოფიციალურად 6 ივნისიდან ფუნქციონირებს და სტუმრების მიღება შეუძლია, თუმცა ერთი წლის  წინ  სატესტოდ  რამდენიმე „ივენთიც“ მოაწყვეს. როგორც სოფო შენგელია აღნიშნავს, ეს არ არის სტანდარტული სივრცე და მომხმარებლებიც საინტერესო ჰყავთ.



„1 წლის წინ სექტემბერში სატესტოდ გავიხსენით, გვქონდა რამდენიმე ღონისძიება, რეალურად კაფის  რეჟიმში 6 ივნისიდან ანუ მესამე  თვეა ვართ. ეს არ არის სტანდარტული სივრცე, რომელსაც ადამიანები მიჩვეულები არიან, ამიტომაც ძალიან საინტერესო ადამიანები გვპოულობენ და ჩვენი მეგობრები ხდებიან, ჩვენი სივრცე მდებარეობს ნახალოვკაში და  არ არის სადღაც გზაზე, უფრო დაჩის ვარიანტია და ამიტომაც ასე შემთხვევით ვერავინ ვერ გვიპოვის,  გვპოულობენ ძალიან საინტერესო ადამიანები და აფასებენ  ჩვენ ხარისხს და ჩვენ  კერძებს.


კერძებიდან  გვაქვს  სტეიკები, რომლის დამზადების ტექნოლოგიაზეც ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდით, გვაქვს ჯანსაღი ბოსტნეული, რომელსაც ან  სათბურიდან ან ჩვენი ეზოდან ვიღებთ და სალათებს ვამზადებთ, გვაქვს  დესერტები, იდეაში ყველაფერი გვაქვს ერთი კარგი სრული ვახშმისთვის ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ სიახლეებს“, - აღნიშნავს სოფო შენგელია.


პროექტი 39 მომხმარებლებს ასევე კორპორატიულ საღამოებს და „თიმბილდინგს“  სთავაზობს, რადგან თანამშრომლებმა დრო  არასტანდარტულად და საინტერესოდ გაატარონ და გუნდი შეიკრას.


რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც სოფო შენგელია აღნიშნავს ყველაფერი პირადი ინვესტიციით გააკეთეს და პროექტში ოჯახმა საკუთარი თანხები ჩადო.


„ჩვენ იდეაში ბევრი ინვესტიციის ჩადება არ დაგვჭირვებია, სახლი ავაშენეთ  მთლიანად  ჩვენი იყო  დაახლოებით 100 000 ლარი დაჯდა.


პროექტი არ არის  ჩვენი სტანდარტული მიმართულება, განვითარებას და  გაფართოებას ვცდილობთ და იდეაში  პროექტს მივყავართ ჩვენ სადღაც, თვითონ გვიბიძგებს საით უნდა წავიდეთ და ვვითარდებით. მთელი ოჯახი მყავს დასაქმებული, ვართ ხუთი ადამიანი.


ძალიან ვართ ორიენტირებული  რომ ადამიანმა  ის მომსახურეობა მიიღოს  რაც  საჭიროა, რომ მიიღოს იქ სადაც მიდიხარ და თანხას იხდი“, - აღნიშნავს სოფო შენგელია.


სოფო  შენგელია  ასევე  აღნიშნავს, რომ მომსახურეობის ხარისხზე არიან ორიენტირებულები და ამიტომ არც მომსახურეობის საკომისიოს იღებენ.


„გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახური საქმიანობაა როგორც ბიზნესს ნაკლებად ვუდგებით, ჩვენთვის ჩვენი თავის გამოხატვა უფროა. ამიტომაც ხარისხზე უფრო მეტად ვართ ორიენტირებულები და არც მომსახურების საკომისიო გვაქვს“, - აცხადებს  სოფო  შენგელია.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
პროექტი 39



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up