„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

access_time2019-09-21 10:00:49

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ლოკოკინების ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება  საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.








„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...


მსგავსი სიახლეები

up