ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

access_time2020-02-15 11:40:11

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.



სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო.




საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ და ამზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.



აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.



სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“  ნათქვამია ინფორმაციაში.








ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up