ერთიანი ტარიფი სამედიცინო სფეროში - რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი

ერთიანი ტარიფი სამედიცინო სფეროში - რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი

access_time2019-11-12 14:00:48

„სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართულები იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება ეს ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილება სერვისის მიწოდებაზე და შეამცირებს თუ არა ახალი რეფორმები ტარიფებს კლინიკებში?

 

საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნია საუბრობს. მისი ინფორმაციით, პროვაიდერებს შორის ტარიფებზე სოლიდური განსხვავება იყო. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ანალიზის საფუძველზე ახალი ტარიფის განსაზღვრა მოხდა.

 

„ტარიფის დადგენისას ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა შესრულდა, 150 კლინიკას ფინანსური ინფორმაცია მოვთხოვეთ, გავაანალიზეთ მონაცემები და ყველა მიმწოდებლისთვის ერთიანი ტარიფი იქნა  გამოყვანილი. კლინიკებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში თავიდანვე ჩაერთნენ, დაბალი ტარიფები ჰქონდათ შემოთავაზებული თუმცა, შემდეგ უკვე ახალმა კლინიკებმა ახალი, მაღალი ტარიფები შესთავაზეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეს ფასიც იყო მიღებული სახელმწიფო პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ დადგენილი ტარიფები სწორად ასახავს საბაზრო ტენდენციებს და რეალურ ღირებულებას თავისი მოგების მარჟით. თუ პროვაიდერი არ ეთანხმება დადგენილ ტარიფს და მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის წამგებიანია, ორ თვის განმავლობაში უნდა აცნობოს სოციალურ სააგენტოს, რომ აღარ არის დაინტერესებული სერვისის მიწოდებით და გამოეთიშება პროგრამას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა ცვლილება ძალაში შევიდა და ჩემი ინფორმაციით ესეთი შემთხვევა არ ყოფილა“, განაცხადა თამარ გაბუნია.

 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ახლად გატარებული რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობს:

 


„ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ გათანაბრდება სერვისი და ყველასთვის გასაგები იქნება თუ რატომ ღირს კონკრეტული მომსახურება გარკვეული თანხა. მეორე დადებითი მხარე არის ის, რომ ფიქსირებული ხდება თანაგადახდის ოდენობა. სატარიფო არეალი ქმნიდა იმ უხერხულობას, რომ პაციენტს სხვადასხვა მიმწოდებელთან სხვადასხვა თანაგადახდის დამატება უწევდა. ამ შემთხვევაში როდესაც განსაზღვრულია ჭერი  მისთვის გასაგებია ეს თუ ის მომსახურება რა ფინანსურ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული“, ამბობს თამარ გაბუნია.


კლინიკების ადეკვატური დატვირთვის პირობებში ჯანდაცვის სამინსიტროს შეფასებით და ანალიზით არანაირი საფრთხე სერვისის ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით არ არსებობს. „კომერსანტის“ კითხვაზე  ხომ არ გამოიწვევს ახალი რეფორმა ჯანდაცვის სერვისზე ფასის ზრდას, მინისტრის მოადგილე გვპასუხობს:

 

„ჩვენ ჩვენს ნაწილზე ვფიქრობთ, ყველა შემსყიდველს თავისი პრინციპი აქვს და აქ გარკვეულწილად შეთანხმება და ანალიზი ხდება რას ყიდულობს, ვისგან ყიდულობს, ასევ მნიშვნელოვანია სერვისის მოცულობა. პატარა ზომის კლინიკებს რომლებიც უფრო მეტად კომერციული ან კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ, სავარაუდოდ განსხვავებული ფასები ექნებათ.  ჩვენ განვსაზღვრეთ ეს ტარიფები იმ სერვისების მოცემულობაზე გათვლით რა მოცულობასაც ჩვენ ვყიდულობთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ყველა დამფინანსებელი თავის წილ ანალიზს გააკეთებს და სურათი ეტაპობრივად გამოიკვეთება“, -განმარტვას თამარ გაბუნია.  

 

აღნიშნული პროგრამა თავდაპირველად რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისს შეეხება. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი.

 

„ყველა მიმართულების ანალიზი ასე მალე  ვერ მოხერხდება, გარკვეული დრო სჭირდება ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რათა სხვადასხვა სერვისისთვის ამ ტიპის ანალიზი ჩატარდეს. ტარიფის დადგენა ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად მოხდება, შეიძლება თავიდან 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდეს ტარიფის დადგენა. რაც არის სტანდარტული, ჰოსპიტალური, მრავალპროფილური ნოზოლოგიური კატეგორიების მიხედვით. ახლა თუ კარდიო ქირურგიაზე ვსაუბრობთ. სამომავლოდ, პრიორიტეტი იქნება აბდომინალური ქირურგია. ასევე სხვა ტიპის ჩარევები მაგალითად, პნევმონია და ა.შ. სერვისები, რაც სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მეტად მოთხოვნადია. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფასების დაკლებაზე არაა საუბარი. კარდიო ქირურგიის შემთხვევაში ტარიფები დაკორექტირდა და გათანაბრდა. ამ გასაშუალობულ ფასთან შედარებით ზოგი ტარიფი მეტია და ზოგი ნაკლები. ისე არ არის, რომ ყველა შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა ცალსახად შემცირდა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.


ბაჩო ადამია




ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up