„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე იწყება.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე საზოაგდოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ 30 იანვრის, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება.