„ერთი წლის განმავლობაში იაფი დიზელის შემოთავაზება ბაზარზე აღარ იქნება“ - რას ამბობენ ნავთობკომპანიები დიზელის ევრო-5 ის სტანდარტზე

„ერთი წლის განმავლობაში იაფი დიზელის შემოთავაზება ბაზარზე აღარ იქნება“ - რას ამბობენ ნავთობკომპანიები დიზელის ევრო-5 ის სტანდარტზე

access_time2019-09-20 17:30:03

„აზერბაიჯანიდან იაფი დიზელის იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვაკლდება, რადგან მოდერნიზაციას აზერბაიჯანის ქარხანა 2021 წლამდე ვერ დაასრულებს. ასე რომ,  ერთი წლის განმავლობაში იაფი დიზელის შემოთავაზება ბაზარზე აღარ იქნება.“ - ასე აფასებს ნავთობკომპანია  „სოკარ პეტროლეუმის“ გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლას.


ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული  დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე, ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები ევრო 4-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ევრო 4-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევრო 5-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს.


შესაბამისად, რეგულაციის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-2021 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდება.


ლევან გიორგაძე „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ იაფი აზერბაიჯანული დიზელის იმპორტის შეზღუდვამ შესაძლოა საწვავის გაძვირებაც გამოიწვიოს.


„ჩვენ მოგვაქვს საქართველოში 2 ტიპის დიზელი -  ევრო-5 ისა და ევრო-4 ის სტანდარტი.  ევრო-4 აზერბაიჯანიდან მოგვაქვს.  აზერბაიჯანის ქარხანა მოდერნიზაციას დაასრულებს 2021 წლისთვის და შესაბამისად 2021-დან შეგვეძლება, რომ ევრო-5 აზერბაიჯანიდან შემოვიდეს. აქედან გამომდინარე, 2020 წლიდან ამოქმედების შემთხვევაში, ერთი წლის მანძილზე აზერბაიჯანული დიზელი ვერ შემოვა საქართველოში.



ბაზარზე ისედაც არის ევრო 5 ის და ევრო 4 ის სტანდარტის დიზელი და საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს მომხმარებელს. მათ შორის სხვაობა დაახლოებით 10-დან 20 თეთრამდეა,  გააჩნია ბრენდებს და გააჩნია ქსელს. შესაბამისად, ეს ფასთა შორის სხვაობა ლოგისტიკური ფაქტორებით და ხარისხობრივი პარამეტრებითაა გამოწვეული.  ზღვიდან საწვავის შემოტანა ცოტა უფრო ძვირი ჯდება. აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის შემოტანა როცა იქნება შესაძლებელი, ამხელა სხვაობა აღარ იქნება.“


რაც შეეხება გარემოსდაცვით კომპონენტს, „სოკარის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ხელშესახები შედეგი დღევანდელი ავტოპარკის გათვალისწინებით ვერ დადგება.


„ევრო-5-სა და  ევრო-4 ს შორის განსხვავება არის ძირითადად გარემოსდაცვით კომპონენტში და ეს კომპონენტი საკმაოდ კომპლექსური საკითხია. იმ ავტოპარკის გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია წარმოდგენილი, საწვავის ხარისხობრივი გაუმჯობესება გარემოსდაცვით კომპონენტში ვერ მოახდენს ხელშესახებ გავლენას.  არ არის დიდი სხვაობა გოგირდის შემცველობაში ევრო 5 სა და ევრო 4-ს შორის.  10 მილიგრამი კილოგრამზე-ეს  არის ევრო 5 ის დასაშვები ზღვარი, ხოლო ევრო 4 ის კი- 50 მილიგრამი. აზერბაიჯანული დიზელი ბოლო წლის განმავლობაში 25 მილიგრამს არ სცდება.“ - აცხადებს ლევან გიორგაძე.


საქართველოში უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიები „გალფი“ და „ლუკოილი“ ევრო 5 ის სტანდარტზე გადასვლას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ცვლილება არა მხოლოდ საწვავის ხარისხს, არამედ ავტოპარკსაც უნდა შეეხოს. „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე აღიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ავტოპარკთან მიმართებაში კონტროლის გაძლიერება, რათა ქვეყანა 20 წლის წინანდელი ავტომობილების „სასაფლაოდ“ არ იქცეს.


„ჩვენ ევრო 5-ზე დიდი ხანია გადასულები ვართ.  თუ გვინდა, რომ ყველა გაგებით გვერქვას ევროპული სტანდარტი და ვიყოთ ევროპასთან მიახლოებული, კეთილი უნდა ვინებოთ და გადავიდეთ ევრო 5-ზე. 10-15 წელიწადია ევროპაში აღარ გამოიყენება ევრო 4 ის სტანდარტი.  ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი კი არის ათეულობით ევროპის ქარხანაში და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ითანამშრომლოს იმ ქარხნებთან, რომლებიც ევროპისთვის მისაღებ სტანდარტს აწარმოებენ. ეს ცვლილება ავტოპარკსაც უნდა შეეხოს, საუბარია ჩვენი შვილების მომავალზე. არ შეიძლება, რომ ქვეყანში არავითარი კონტროლი არ არსებობდეს ავტოპარკთან მიმართებაში და 5 მანქანის დაშლილი ნაწილებიდან ხდებოდეს ერთის აწყობა. როგორც ადრე მივესალმებოდი ტექდათვალიერებას, ისე მივესალმები ახლაც. ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე ნუ გავხდებით ავტომობილების სასაფლაო. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციაა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით უახლესი ევროპული სტანდარტების იმპორტიორი,  იმის მიუხედავად თუ რომელი სტანდარტი იქნება ქვეყანაში.“-  აცხადებს შავლეგ მიშველაძე

 

„ჩვენ მთლიანად ევრო 5-ზე ვართ უკვე 4 წელია. ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, ეს არის ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც აქვს ქვეყანას, არსად არ არის დაშვებული ევრო 4, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. მივესალმებით კი არა,ყველანაირად მხარს ვუჭერთ, ეკოლოგიის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია, რადგან აღარ შემოვა საწვავი, რომელიც არის ჯანმრთელობისთვის მავნე.“ - აცხადებენ კომპანია „გალფის“ მარკეტინგის დეპარტამენტში


შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს დაფიქსირებულია 1 321 569 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკის 45,5% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 3,9% - 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 1,9% - 4 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებს. მათ შორის, დიზელის საწვავზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 30%-ს შეადგენს


მარიამ მორგოშია




საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up