ერთი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია

ერთი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია

access_time2021-01-31 16:20:45

ერთი კი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია, ვის ანდობ ასეთ საქმეებს?! -გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით-გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია მოაგვრებს.

„როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის ახლობელს უხარია და ამ დღეებში როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან მელაშვილი და ილიჩოვა და მერე ტელევიზიაშიც მივიდნენ. არ ვიძლეოდი კომენტარს იმიტომ, რომ დაჭერილი იყო კაცი და მაინც ციხეში რომ არის და შეზღუდული აქვს თავისუფლება, ვთვლი, რომ როცა თავისუფლებაზე ხარ ადამიანი სჯობს არ შეეხო, თუ ძალით არ გამოგიწვიეს და როცა გამოვიდა საოცარი რამ მოვისმინე, კაცი უმაღლესი ხლეისუფლების ხელში იყო, ჯერ შევარდნაძე იყო, მერე სააკაშვილი, მერე ივანიშვილის ხელისუფლება, მნიშვნელობა არ აქვს პრემიერი ვინ იყო და ვინ არა, ვინც მართავდნენ იმათზე ვლაპარაკობ, ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში რა ბრძანა - ზოგი ცდილობს მის გამოყვანას, რომ რაზე დაობდთო ის ხომ იმათიაო. წარმოდგინეთ აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეგ გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც. შე დალოცვილო, მერე რომ ცდილობ ასეთი ადამინი გაამართლო, როგორ არის სხვისი, როცა 2001 წელს მე წავედი მონასტერში, მანამდე ოთხი წელი იქით დავდიოდი სულ გარეჯაში, ავიდეს ნახოს, თამარ მეფის ფრესკა იქნებ არის იქ, კარგად ნახოს, ნახოს აბა სადაური რაღაცებია და ბოლოს ვინ ცხოვრობდა იქ. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი და ტრაგედია ის კი არ არის, მაგი რომ ასე აძლევს, ის ერთი კაცია, მე უბრალოდ რა დავინახე - გამოვიდა და ვიღაცას უთხრა - აი, ხომ მაგარი ტიპი ვარ (მაპატიეთ ამ გამოთქმაზე), გამოვედი და ვამბობ, რომ ქართველების არაა, აზერბაიჯანლების მიწაა. როგორ შეიძლება - მანამდე გმირად მიიჩნევდი იმის გამო, რომ ციხეში იყო დაჭერილი, ციხეში ვის არ იჭერენ?! რომ გამოვიდა და ეს ჩაიდინა, იქნებ ქართულად კარგად ვერ გამოთქვა, საერთოდ საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა, აბა შეიძლება?! ასეთ საქმეებს ვის ანდობ, ერთი რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინა ხარ შე, რა ვინ გეკითხება, წადი დაეტიე, სადაც ხარ, იქ დაეტიე. არავის უნდა ციხეში რომ იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა. ეგ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორემ აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ, გეკითხა და ისედაც გეუბნება, რომ იმისია, მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში მე ხომ არ შემიყვანია, ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ“ , - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლებაში ფულის საშოვნელად მოდიან.


„ის პოლიტიკოსებიც უნდა დაფიქრდნენ, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ თუნდაც მომავალ პარლამენტში რაღაც რიცხვით შევიდნენ, რა რიცხვით უნდა შეხვიდეთ, თუ ქართველებს ასე დაგვიპირისპირდით, ისინი ხომ არ გგონივართ, რომ ბატკნებივით გავისუსებით და მაგას გაპატიებთ, რაც ჩვენია, ნურავინ ნუ შეეხება, ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ადრეც მითქვამს, ჩვენ შეგვიძლია რომ გავარვიოთ ცივილიზებულად და მოხდეს ისე რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. ვიცი რასაც ვამბობ. ნახეთ აზერბაიჯანელები როგორ გვჯობიან, წითელი კომისიის ძეგლი არ ააღებინეს მარნეულში, ჩვენიანიაო და შენ შენს მიწას, შენს ისტორიას როგორ აძლევ, როცა ქართველის გარდა იქ არავის უცხოვრია. ვისას აძლევ, ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ, ვინც კარტოგრაფები არიან კარგად იციან და რუსული რუკით რატომ მიწყვეტ, შენ რომელიც გაქვს? დავილაპარაკებთ აზერბაიჯანთან ჩვენ. ჩვენსავით დოყლაპიები კი არ არიან, თავიანთი მიწების დაბრუნება რომ უნდათ, ხომ ხედავ რასაც შვებიან და შენ ვისას აძლევ? მართლა ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ გონიათ, კაცობაც ვიცით და ყველაფერი, თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები, მოდიან მარტო ფულს შოულობენ, ხელისუფლებაში მოდიან, ფულის შოვნის გარდა არაფერი... ტკბებიან სკამებით. ასე რომ, დავიცვათ ჩვენ ჩვენი. ისეთ ადამიანს არაფერი უნდა, ქუჩაში რომ გამოივლის, გამარჯობაც არ უნდა უთხრა და უნდა გარიყო ისინი, ვინც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან, ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ, მასეთების ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის ჩვენთან, თავიანთ პატრონებთან წავიდნენ. ვისას აძლევ ის სახელიწფოსიც არის და ეკლესიისაც და ეკლესია და სახელმწიფო რამ გაყო, შეიძლება ისე გაყოფილები ვართ. ჩემზე მეტი ქართველია ახლა გარეთ რომ არის? ჩემზე მეტი სისხლი დაუღვრიათ გარეჯში? მამა კირიონს რომ ედრებიან, მაგის ან კაცობა ჰქონდეთ ერთად აღებული და ან რამე ჰქონდეთ, თუ არ დაუბრუნებენ ესენი, რაც ჩვენია ჩვენი იქნება, გპირდებით ამას, “- განაცხადა მეუფე იაკობმა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up