ერთი თვე კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან - ეკონომიკური შედეგები და მოლოდინები

ერთი თვე კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან - ეკონომიკური შედეგები და მოლოდინები

access_time2020-03-27 13:30:49

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამწვავება. კორონავირუსის გავრცელების ფონზე ლარმა სწრაფად დაიწყო გაუფასურება და 2,79-იან ნიშნულზე მყოფი ეროვნული ვალუტა, დღეს უკვე 3.50-იან ნიშნულს სცდება. ყველაზე მწვავე პრობლემების წინაშე  ტურიზმის სექტორი აღმოჩნდა, რომელიც ჯაჭვური რეაქციით სასტუმროებზე, კაფე-რესტორნებსა და ტურისტულ კომპანიებზეც უარყოფითად აისახა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ბიზნესის უმეტესმა ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა.


მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება. ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა ძირითადად საბანკო სესხების და გადასახადების გადავადებას, დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგებას და კაპიტალური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს.


ეკონომიკის ექსპერტებმა „კომერსანტთან“ ქვეყნისთვის მძიმე ერთი თვის შედეგებზე და მოსალოდნელ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას აზრით, ეკონომიკის უფრო მკვეთრი ვარდნა არის მოსალოდნელი, თუმცა არსებული ვითარება მხოლოდ დროებითი შოკია და 3 თვეში აღდგენის პროცესი დაიწყება.


„ეკონომიკური გამოწვევა ამ პერიოდში ბევრია, მათ შორის მნიშვნელოვანია ვალუტის კურსის გაუფასურების და ფასების ზრდის საკითხი. ეკონომიკის უფრო მკვეთრი ვარდნა  მეორე კვარტალში და ასევე მარტშიც გვექნება, თუმცა დღეიდან 3 თვეში ველოდებით, რომ ნელ-ნელა აღდგენის პროცესი დაიწყება. მთავარია რომ ეს მაინც დროებითი შოკია. გაუმჯობესების სხვადასხვა სცენარი არსებობს, რომელთაგან ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალისტურში გაუჯობესების პროცესის საგრძნობი დაწყება დღეიდან დაახლოებით 10 კვირაშია ნავარაუდევი. არსებული ვითარება უარყოფითად აისახა სხვადასხვა სექტორზე და აქ ბევრი დეტალია. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს მაგალითად ე.წ. გაბერილი ფასები უძრავი ქონების სექტორში. ეს ნიშნავს, რომ სექტორს აღდგენისათვის ძალზედ ოპტიმისტური სცენარი არ სჭირდება, განსხვავებით 2008 წლისაგან, როდესაც ფასების დაცემა ფუნდამენტალური და არა დროებით ფაქტორებით იყო გამოწვეული“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.



ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, რადგან მთავრობა ისევ იმ მექანიზმს იყენებს, რომელიც განვითარებას აფერხებს, ეს არის შეზღუდვა, ჩარევა, დახმარება და ფასების გაყინვა.


„ვირუსთან დამოკიდებულებამ გამოიწვია ის შედეგები, რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს. ძალიან გვიანი და არაადეკვატური რეაქცია გვქონდა. შეიქმნა მონოპოლიები, სახელმწიფოს მიერ ყველაფრის ცენტრალიზება მოხდა, მთელი სექტორისთვის ფაქტიურად სივრცის შეზღუდვა, უამრავი სამსახურის დახურვა რომლის აუცილებლობა არ იყო და სავარაუდოდ, იმიტომ გაკეთდა, რომ სამედიცინო ნაბიჯები არადეკვატური იყო. შედეგად გვაქვს ის, რომ სერიოზულ კრიზისს ველოდებით. უამრავი სამსახური დაკეტილია, ბევრ სექტორში ადამიანებს არ შეუძლიათ მუშაობა. არ გვაქვს ტურიზმი,  არ არის იმის პოტენცია, რომ შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები და სხვა შემოსავლები უცხოეთიდან, რაც საკმაოდ დიდი სპექტრი არის იმისთვის, რომ ამ ეტაპზე ვითარება საგანგაშოდ შევაფასოდ. ამის უფრო მარტივად გადატანა იქნებოდა შესაძლებელი თუ გატარებული ღონისძიებების შედარებით უფრო ადრე განხორციელება მოხდებდა. რეაქცია გვიანი იყო. ჯერ კიდევ წინ გვაქვს მთავარი გამოწვევები. მთავრობა ისევ იმ მექანიზმს იყენებს, რომელიც განვითარებას აფერხებს, ეს არის შეზღუდვა, ჩარევა, დახმარება, ფასების გაყინვა, მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული ამაზე არავინ ფიქრობს“, - განმარტა პაატა შეშელიძემ.


მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს ექსპერტი აკაკი ცომაიაც და ამბობს, რომ შემდეგ თვეებში, პირველ თვესთან შედარებით, შესაძლოა ვითარება უფრო მეტად დამძიმდეს.


„საქართველოზე პირველი დარტყმა ტურიზმს მიადგა, რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია, მასთან ასოცირებული ბიზნესების კაფე-რესტორნების, ტურისტულების, სატრანსპორტო მომსახურების გაჩერება და გაუქმდა დაგეგმილი ჯავშნები სასტუმროებში, რამაც უეცრად ეკონომიკის 7-8%-ის დაკარგვა გამოიწვია. ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის სექტორი წელიწადში 3 მლრდ. დოლარს აგენერირებს. ამას პროცესების გამკაცრება მოჰყვა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სახლში დარჩენა და ის კერძო სამუშაოები რაც ქვეყანაში არის გაჩერდა, ეკონომიკა კი ფაქტობრივად,  ამ დროისათვის პროდუქტს აღარ აგენერირებს. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა არის ეკონომიკაზე, რაც შემდგომ თვეებში გამოჩნდება და ეკონომიკის კლებასაც გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტიორობის პრობლემაც, ყველგან კარანტინია და ისეთი რაოდენობით ვერ ხდება ამ პროდუქციის გატანა. რელურად ასეთ ჯაჭვთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ თვეებში უფრო მძაფრად აისახება ეკონომიკაზე“, - აცხადებს აკაკი ცომაია.


აღსანიშნავია, რომ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მასშტაბური იქნება კრიზისის გავლენა რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაზე. საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ შეიძლება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 0.8%-ით, პესიმისტური სცენარის შემთხევაში კი 5.4%-ით შეამციროს მშპ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ფულადი გზავნილები შეიძლება 114 მლნ. აშშ დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ამ რიცხვმა შეიძლება 629 მლნ. აშშ დოლარს მიაღწიოს. მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირებული ღონისძიებების გარეშე, ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში და მსოფლიოში შეიძლება ისტორიულ მასშტაბებს მიაღწიოს.

 

ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up