ერთი პროდუქტი ათასობით უნიკალური დიზაინით - ინოვაციური შეფუთვების შექმნა საქართველოშიც შესაძლებელია

ერთი პროდუქტი ათასობით უნიკალური დიზაინით - ინოვაციური შეფუთვების შექმნა საქართველოშიც შესაძლებელია

access_time2019-12-10 16:57:59

ბოლო პერიოდში ქართული პოლიგრაფიული ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდა, რაც ინვესტიციების მიმართულებებისა და შესაძლებლობებისა გაჩენამ განაპირობა. რეგიონში ყველაზე მრავალფუნქციური პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფი” ბაზარს შეფუთვების მიმართულებით რამდენიმე თვისობრივად ახალ პროდუქტს სთავაზობს. აღნიშნული ტექნოლოგიები, ჯგუფმა ისეთ წამყვან ციფრულ კორპორაციასთან პარტნიორობით დანერგა, როგორიც არის HP Inc. საქართველოში HP-ის წარმომადგენლები ნოემბერში ჩამოვიდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს, რათა ქართულ ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციური შესაძლებლობები დაენერგათ.


HP Indigo დანადგარების მეშვეობით მწარმოებლებს საშუალება ექნებათ ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები, რაც მსოფლიოში უახლეს ტრენდად ითვლება და წარმატებით იყენებენ ისეთი კორპორაციები, როგორებიცაა Coca-Cola, Ferrero, PepsiCo, Cafe Pele და სხვ. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია მარკეტინგული კომუნიკაციის დროს, როდესაც ბრენდს სურს გაზარდოს მომხმარებლის ლოიალურობა და პროდუქტი სპეციალურად მისი გემოვნებით შექმნას, ასევე გათამაშებების დროს პროდუქტისთვის უნიკალური კოდების მისანიჭებლად.



„კოლორ ჯგუფისა“ და HP-ს მიერ საქართველოში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას იძლევა ერთი ალგორითმისა და ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთჯერადად ბეჭდვაზე გაშვებული პროდუქტი ათასობით განსხვავებული იერსახით დაიბეჭდოს.


ასევე ციფრული ტექნოლოგიების ხარისხით შესაძლებელია მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის მიღება, ეს კი თავის მხრივ, ქართულ შეფუთვებს კონკურენტუნარიანს გახდის არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტოდაც.



„კოლორ ჯგუფის“ და HP-ს წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნული შეთავაზება ხელს შეუწყობს როგორც მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საწყის ეტაპზე ბაზარზე შესვლას პროდუქციის მცირე რაოდენობებით გეგმავენ, ასევე დიდ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას აწარმოონ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გამორჩეული შეფუთვებით.









(R)






24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up