ერთი კაცის ქვეყანა

ერთი კაცის ქვეყანა

access_time2020-02-19 19:00:02

 „როცა იცი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი, თვითმმარქვია არქიტექტორის ამპარტავნობის ასპარეზად არის გადაქცეული, არ შეიძლება არ მოგინდეს ამ კაცის შეჩერება,“- ბიძინა ივანიშვილის  8 წლის წინანდელი სიტყვებით იწყება  „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება. სიუჟეტში საუბარია საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებულ ბიზნეს საქმიანობაზე.

 

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში  8 წლის წინ აქტიურად, ამ გზავნილებით ჩაერთო . მას შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ადამიანია საქართველოში. ივანიშვილი აკომპლექტებს ხელისუფლებას, აგვარებს სასამართლო დავებს, აკონტროლებს საკანონმდებლო ცვლილებებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს პირადი ახირებებისა და ბიზნეს ინტერესებისთვის იყენებს, რაც მას ოლიგარქ  მმართველად აქცევს,“- ნათქვამია სიუჟეტში.

 

ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს აშშ-ის თავდაცვის მდივანის ყოფილი მოადგილე, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასი. მისი თქმით, „ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ფლობს ძალაუფლებას, რომელიც  მის პარტიასაა ამოფარებული“.


ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, „ივანიშვილის ქონება ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო  იზრდება, ძლიერდება მისი გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე“.

 

ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს საქმიანობას საქართველოს სულ მცირე 13 ოფშორული ორგანიზაციით ახორციელებს. ოფშერული კომპანიებით საქართველოში მას 100-ზე მეტი ფირმა აქვს რეგისტრირებული. ამ კომპანიებით ის საბანკო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მომგებიან ბიზნეს სექტორებშია ჩართული. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად ამერიკელი კონგრესმენები გახარიასადმი 21 იანვარს გაგზავნილ წერილში ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროებას ასახელებენ.

 

„პირდაპირი ინვესტიციების შემცირება არამხოლოდ ქართველ ხალხს აზარალებს და მათ იმედს,რასაც ამყარებენ დასავლურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეს ასევე აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში,“ - წერია წერილში.

 

საქართველოში ინვესტიციების მოცულობა პანამიდან 24-დან 75 მილიონამდე გაიზარდა. ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ს პანამაში რეგისტრირებული ორი ოფშორული კომპანია.  პირველი- ეს არის „ფრენკსტონ ინტერნეიშენალი“, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდის 100%-იანი წილის მფლობელია. ამ ფონდის ეგიდით 20-მდე კომპანიაა დაფუძნებული. მეორე -კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი“,რომელიც 10-მდე კომპანიას ფლობს საქართველოში. მათი მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილი 1480 ნომერზე გათვლილ 9 სასტუმროს აშენებს. მათი მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 621 მილიონი დოლარია.

 

როგორც თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი, ბიძინა ივანიშვილი სასტუმროებს საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ადგილებზე, ყველაზე გამწვანებულ ზონებში აშენებს. მისთვის მიწების შეძენა და მშენებლობის ნებართვების მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს.  საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტო ბიზნეს კომპანიების ყოფილი მენეჯერებით, ან მასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული. ეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს.

 

„თავისუფლების მონიტორი“ ამ ფაქტის ილუსტრირების საუკეთესო მაგალითად ასახელებს, „თბილისი პანორამას“ პროექტს, რომელიც 4 სასტუმროს აერთიანებს. „პანორამა თბილისის“ პროექტი თბილისის მერიამ, ეკონომიკის სამინისტრომ და საკრებულომ, ინტენსიური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს.  გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უსამართლოდ.

 

ივანიშვილი სასტუმროს ბათუმში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, მწვანე კონცხზეც აშენებს. სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, აჭარის მთავრობამ  ეს მიწა  საბაზრო ფასთან შედარებით 414207 ლარით ნაკლები თანხით მიჰყიდა. მისი თქმით, სასტუმროები  მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებისთვის არის გათვლილი. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი მისი ბიზნესის დაბალრენტაბელურობაზე საუბრობს.


 

მასთან დაკავშირებულია კომპანია  „ჯისიეფ ლუქსემბურგი“,რომელიც საქართველოს ენერგო ბიზნესში 5 კომპანიას ამუშავებს. მათ შორისაა, ონისა და მტკვრის ჰესები.  გარემოსდამცველები ონის ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ისინი ამბობენ,რომ ჰესი სეისმურად აქტიურ ზონაში შენდება და სოფლების თავზე, გვირაბში წყლის დაგუბება საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას. იგი ნეგატიურ გავლენას იქონიებს მინერალურ წყლებს  და საფთხეს შეუქმნის კურორტ „უწერას“ არსებობას. ოფშერული კომპანია „ჯისიეფ ლუქსემბურგი“ აგრობიზნესში 6 კომპანიით მუშაობს. მათ შორისაა, სათბურები, თხილის პლანტაციები, მარცვლოვანი კულტურები და ა.შ.

 

საინტერესოა აბაშაში მიწების 1 ლარად გადაცემის ფაქტიც. საქართველოს მიწების კორპორაციას აბაშაში მიწები 1 ლარად 2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით გადაეცა.

 

კომპანიას 600 სულ საქონელზე გათვლილი ფერმა უნდა მოეწყო და 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ეს პროექტები განუხორციელებელი დარჩა. კომპანიამ საინვესტიციო პირობები გადაავადა და საბოლოოდ, 2019 წელს მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების გადახდის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებებისგან გათავისუფლდა.

 

როგორც „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტურ  გამოძიებაშია ნათქვამი, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა კომპანიის საშუალებით, 500-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობს. ჯამში, საუბარია  1600 ჰექტარზე. ამ მიწის ნაკვეთებზე უეფას სტანდარტების შესაბამისი 2200 -ზე მეტი საფეხბურთო სტადიონი მოეწყობოდა.

 

სამეგრელო -1100 ჰექტარი, გურია -160 ჰ, თბილისი- 135 ჰ, სამცხე-ჯავახეთი- 130 ჰ, იმერეთი- 55ჰ, ქვემო ქართლი -35ჰ, აჭარა - 23 და კახეთი -15 ჰ - ეს ის ფართობებია, რომელსაც   ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ის შეკვეთილში სახლთან დენდროლოგიურ პარკს აშენებს, აქ ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვს, ამ პროცესში ჩართული იყო რამდენიმე სახელმწიფო უწყება : რკინიგზა, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

მან  2018 წელს ახალი სახლი აბასთუმაშიც შეიძინა. საავადმყოფოს ხედი აბასთუმანში აღარ იშლება, მე-20 საუკუნის დასაწყიში აშენებული ზეკარის შენობა დანგრეულია, ეს ადგილი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ივანიშვილმა 3,540 მლ იყიდა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ მან 6 000 ლარად შეიძინა  2001 კვ.მ მიწის ნაკვეთი,სადაც 7 მილიონ ლარად ააშენა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა 100 პაციენტზე გათვლილი ფილტვების დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრი.  მან ყოფილი ტუბ საავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრები კერძო პირები 5 სართულიან კორპუსებში დაასახლა.

 

„უნიკალური წიწვოვანი ტყე აკრავს, სწორედ ამ ტყეშია აბასთუმნის ჰაერის გამჭირვალეობის საიდუმლოება, ახლა ეს ტყე იჭრება უმოწყალოდ და თუ სწრაფად არ შევაჩერეთ და გადამწყვეტი ზომები არ მივიღეთ, მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი და კურორტის არსებობა ეჭვქვეშ დადგება,“- ამბობს ივანიშვილი.

 

ამ განცხადებიდან 7 წლის შემდეგ,  მისი იდეის გამო,რომ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იაროს, ბორჯომ-ხარაგაულში ეროვნულ პარკებში ხეები მოიჭრა. 2012 წლამდე მან აბასთუმნის ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობა დადო და პირობის შესრულებას 6 წლის შემდეგ შეუდგა, მხოლოდ მაშინ,როცა პირადად შეიძინა სახლი და პირადი ბიზნეს პროექტების შექმნა დაიწყო.

 

კიდევ ერთი პროექტი,რომელიც  დაიგეგმა სიღნაღში 35 კვ,მ მიწის ფართობს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ეხება.  ტერიტორია საქართველოს მთავრობამ 1 ლარად გადასცა 2014 წელს ვანო  ჩხარტიშვილს. ამ კომპანიას 3 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა 2 მილიონიანი ინვესტიცია, რაც მან ვერ განახორციელა, 2018 წელს კი ივანიშვილი თავად შევიდა პროექტში. როგორც  „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „იმედის“ სამეთყვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი-ოთარ რუხაძე ივანიშვილის კიდევ ერთი  პარტნიორია. 2017 წელს მან„ ჰაიდელბერგ ცემენტის“ საინვესტიციო კომპანიის „ცემენტ ინვესტის“  50%იანი წილი შეიძინა.

 

ოფშორული კომპანიის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილი ფლობს „ქართუ ჯგუფს“,რომელიც 8 კომპანიის მფლობელია საქართველოში, მათ შორისაა „ბანკი ქართუ“. მისი წმინდა მოგება ბოლო წლებში 26-76 მლნ-მდე მერყეობს.

 

„მე არ ვთვლი რომ ბიზნესს ვაკეთებ, მე ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ, მოგებაზე გათვლილი არცერთი ბიზნესი არ მაქვს. ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურია და მის მოშორებას ვაპირებ,“- ამბობს ივანიშვილი.

 

ის ასევე ფლობს თბილისის ცენტრში „ლაგუნა ვერეს “და  „იპოდრომს“, სადაც ტექნოლოგიური 2009 წელს უნივერსიტეტის აშენებას გეგმავდა.

 

„იგი მოქმედებს დღემდე, როგორც ფეოდალი, რომელსაც ეკითხება ყველაფერი და არავისი აზრი არ აინტერესებს. თუმცა,ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და სააკაშვილის დამსახურება არაა, ესაა საზოგადოების ბრალი, რომელიც იტანს ერთპიროვნულ მმართველს, გინდა ფეოდალი დავარქვთ , გინდა დიქტატორი“ - ამბობს „თავისუფლების მონიტორის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, ქალაქმგეგმარებელი, ზურა  ბაქრაძე.

 

 „ნაციონალებისგან კრიტიკა გასაგებია,მაკრიტიკონ, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰქონდათ გადებული და საკუთრებად მიაჩნდა ერთ პატარა ჯგუფს , ერთი კაცის მეთაურობით ყველაფერი მათი იყო, ახლა ვინ სადაა, ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცევაში და დევნაში,“ - ამბობს ივანიშვილი.


„ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ 1 კაცის მმართველობის პრობლემა ისევ აქტუალურია. ამჯერად, ეს ერთი კაცი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ერთადერთია საქართველოდან,“- ნათქვამია „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up