„მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ჩრდილოვან ეკონომიკას გააქტიურებს“

„მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ჩრდილოვან ეკონომიკას გააქტიურებს“

access_time2019-11-08 10:00:42

„მისწრაფება იმისკენ, რომ მინიმალური ხელფასი გაიზარდოს და რაღაც ზღვარი დაწესდეს დადებითია დასაქმებულისთვის და ბიზნესსაც აქვს სურვილი მეტი გადაუხადოს თავის კადრს, მაგრამ სურვილი და რეალობა განსხვავდება. ეს ურთიერთობა რაც არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, არის ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე. პრობლემა ისაა, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს სხვა ჩარჩოში. მეორე პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ შემცირდება სამუშაო ადგილები. როდესაც ერთი ადამიანი 200 ლარიანს და მეორე 120 ლარიან სამუშაოს ასრულებს, შეიძლება რომელიმე დამსაქმებელმა ერთ ადამიანს შეუთავსოს ეს ორივე საქმე, რათა მინიმალური ხელფასის ზღვარზე ავიდეს. გასაგებია, რომ მისწრაფება კარგია, კომპანიებსაც უნდათ, რომ გადაუხადონ მეტი, თუმცა ვერ უხდიან იმის გამო, რომ არათანაბარ პირობებში იქნებიან კონკურენტებთან მიმართებაში.“ - ასე აფასებს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტის დარეგისტრირებას. 


დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მინიმალურ ხელფასად 520 ლარი და 91 თეთრი უნდა განისაზღვროს. კანონპროექტის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირისთვის არ შეიძლება დადგინდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45% -ზე ნაკლები.


კანონპროექტის თანახმად, ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ზღვარის დადგენით მინიმალურ ხელფასზე ბიუჯეტს საშემოსავლო გადასახადის კუთხით თანხები დააკლდება.


„ეს პირველ რიგში, ბიუჯეტის ტვირთი იქნება. ლაპარაკი იმაზე, რომ სისხლისმსმელი ბიზნესი ვიღაცას ხელფასებს არა აძლევს, არ იქნება მართებული. მცირე საწარმოებში, რომელთაც შეიძლება მაღალი ხელფასი აქვთ, მაგრამ იმისათვის, რომ თავი აარიდონ გადასახადს, აფორმებენ დაბალ ხელფასებს თანამშრომლებზე. 200 ლარს ხელზე აძლევენ და ამით ახდენენ იმის კომპენსირებას, რომ გადასახადები არ იხადონ. მათთვის, როგორც ჩანს ის ორი და 3 პროცენტი მნიშვნელოვანი ფულია. თუკი ჩვენ მინიმალურ ხელფასს დავაწესებთ, ამას ეფექტი ექნება ის, რომ ბიუჯეტში ხარჯები გაიზრდება და და მეორე ეფექტი რაც შეიძლება ჰქონდეს კერძო სექტორში - ადრე თუ 10 ლარს ათეთრებდა, ახლა ვერაფერს ვერ გაათეთრებს. ხელზე გადაუხდის ფულს, რომ გადასახადები არ იხადოს. ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის კუთხით რაღაც თანხები დაგვაკლდება.“ - აცხადებს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში საკითხის შეფასებისას.


 დამსაქმებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ყველა სექტორსა და რეგიონებში საერთო მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არასწორია.


„ არამგონია,  რომ სწორი მიმართულებით მივდიოდეთ, სწორი მიმართულება იქნება ქვეყანაში საარსებო მინიმუმის სწორად განსაზღვრა. დღეს შემოთავაზებულ კანონპროექტში უბრალოდ რაღაც ციფრს დაშვების სახით იღებენ და იმის ერთ მესამედს ადგენენ მინიმალურ ხელფასად.  ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი მიმართულება, იმიტომ რომ ეს იქნება უსამართლო ბევრი დასაქმებულისთვისაც.  ერთი ციფრის დაწესება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სექტორისთვის არამგონია სწორი იყოს. ამ კანონპროექტს არ ახლავს კონკრეტული კვლევა თუ რა გავლენა ექნება დასაქმებულებზე და კერძო სერქტორზე, ხომ არ გამოიწვევს ეს ბევრი დასაქმებულის სამუშაოს დაკარგვას, აუცილებელია ჩატარდეს ყოვლისმომცველი კვლევა რომელიც პასუხს მოგვცემს ყველა ამ შეკითხვაზე.“ - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია.

 

როგორც ცნობილია,126 6654 დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულთა 14.7%-ს შეადგენს.მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანების სიღარიბის ზღვარს მიღმა და საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრის შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის არ არსებობის პირობებში ქვეყანას ჰყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაქირავებით დასაქმებულები,“-აღნიშნულია კანონპროექტში.


„ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბეა. 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 11,6%-ი. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს; 200 ლარზე ნაკლები - 63 356-ს; 300 -ზე ნაკლები - 114 000 პირს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი 126 665 ადამიანს ჰქონდა.


 მარიამ მორგოშია





Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up