ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს - კუჭავა

ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს - კუჭავა

access_time2021-10-02 08:52:03

ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში.

„პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსშია ყოველთვის და ეცოდინება ყველაფერი ის, რაც არის საჭიროa. როცა ვსაუბრობთ სპეცოპერაციაზე და საუბარია გარკვეულ პერიოდში დაგეგმილ სპეცოპერაციაზე, რომელზეც მათ ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს ეს არ უნდა სცოდნოდათ, თუნდაც იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ სპეცოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარებულიყო და არ ყოფილიყო ზედმეტი აჟიოტაჟი და ხელშეშლა სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე, მათ გააკეთეს არჩევანი და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, როცა სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ არის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ვამბობდით, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში, ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაზე წუხილები მათი მხრიდანაც იყო გამოთქმული,“- განაცხადა კუჭავამ.


ის იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ლიდერის დაკავების შემდეგ დესტრუქციის ნაცვლად, საარჩევნო უბნებზე მივა და საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.

„მე იმედი მაქვს, რომ გუშინდელი დაკავებით მათი ლიდერის, რომელიც იყო მთავარი დესტრუქციული და ძალადობისკენ მომწოდებელი 3 ოქტომბრის შეკრებებისკენ და არა არჩევნების გამარჯვებისკენ, იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვის, რომ ყველანაირ პროვოკაციაზე, თუ რამე აქვთ დაგეგმილი, უარი თქვან, ხელი შეუწყონ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას თავიანთი ქმედებებით, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა. საპროტესტო აქციებს არა არჩევნების შედეგების მიხედვით, არამედ ისედაც ველოდებოდით, რადგან არ მახსენდება არცერთი პროგრამა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოედგინა, მათი მთავარი მოწოდება იყო 3 ოქტომბრისთვის მობილიზაცია, ისინი ალბათ, თავის გეგმას გააგრძელებენ პროტესტის გზით. შარშანაც არ ჰქონდათ ამის მიზეზი, მაგრამ აპროტესტებდნენ არჩევნებს, რომლის ლეგიტიმაციაზეც არ ჰქონდათ მიზეზი“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up