ერთგვარი გარიგება აქვთ ივანიშვილთან - ცომაია

ერთგვარი გარიგება აქვთ ივანიშვილთან - ცომაია "ოცნების" მაღალჩინოსნების კოლოსალურ ხელფასებს და პრემიებს ეხმაურება

access_time2019-08-09 19:00:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ხაზინის მონაცემებს, რომელშიც მაღალჩინოსნების კოლოსალურ ხელფასებსა და პრემიების შესახებ არის საუბარი, ეკონომისტები ეხმაურებიან. აკაკი ცომაია ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები საბიუჯეტო სახსრების საკუთარი კეთილდღებისთვის გამოყენებისას, თვითნებურად არ მოქმედებენ.


ცომაია ვარაუდობს, რომ მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეულ გარიგებას აქვს ადგილი.


„თუ ჩვენ ნობელი პრემიის ლაურეატს მილტონ ფრიდმანს დავესესხებით, ის ამბობს, რომ როცა სხვის ფულს ხარჯავს ისევ სხვისთვის, იქ არაა არც ეფექტიანობა და არც სამართლიანობა. თუმცა მთავრობამ მე მგონი, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან ბევრი ისეთი ხარჯი, რომელიც მართლა გასაწევია, არის სხვა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, არის ბევრი სოციალურად დაუცველი, არის ძალიან ბევრი ისეთი მტკივნეული თემა საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ყოველთვიურად, ყოველ კვარტალურად და ყოველწლიურად ზრდის შრომის ანაზღაურებას, სამივლინებო ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს და არ სრულდება ეს პროცესი. აქვთ რა გზა ხსნილი ეტყობა მთავარი ასე ვთქვათ, მათი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ შეუძლიათ საბიუჯეტო ხარჯები გამოიყენონ მათ საკეთილდღეოდ და სანაცვლოდ ალბათ მის სასარგებლოდ რაღაც სხვა საქმიანობები განახორციელონ. ეს არის ერთგვარი გარიგება,“- განაცხადა ცომაიამ.




რუსთავი 2






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”
access_time2019-10-21 10:00:24
ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ბოლო დღეებში საკმაოდ რეზონანსულ თემაზე საუბრობს. საუბარია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დევიდ ბლოსმა  “პროგრეს ბანკის” ტრანზაქციების შესწავლისას მასში საეჭვო გადარიცხვები აღმოაჩინა. მისი თქმით, ბანკიდან პერიოდულად ფული ქრებოდა რამაც მას ეჭვები კიდევ უფრო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up