„ერთდღიანი შპს-ები არ უნდა გვქონდეს“ - ბიზნესმენი დავით როგავა ხელისუფლებას შპს-ებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას სთხოვს

„ერთდღიანი შპს-ები არ უნდა გვქონდეს“ - ბიზნესმენი დავით როგავა ხელისუფლებას შპს-ებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას სთხოვს

access_time2017-12-23 10:00:13

„რეალურად ჩვენ გვაქვს „ერთდღიანი შპს-ები“, რომლებსაც ფული არ აქვთ, შესაბამისად, მეორე მხარეს ფულს ვერ გადაუხდიან და სამართლებრივი მექანიზმიც მათ წინააღმდეგ ვერ ამოქმედდება.  ასეთი შპს-ები არ უნდა არსებობდნენ“,  ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა დავით როგავამ განუცხადა. 


დავით როგავა უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მოღვაწეობს და რუსეთის შემდეგ, ბიზნესის კეთება აქ უწევს, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ხელსაყრელია, თუმცა ასახელებს იმ ხარვეზებს, რაც საკანონმდებლო და სოციალურ-საგანმანათლებლო დონეზე გაგვაჩნია.

 

დავით როგავა ზუგდიდში, ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის „ენგურის“ ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო ცენტრს აშენებს, რომლის გახსნაც დეკემბრის ბოლოს იგეგმება. „მე ორი წელი მაქვს მოცემული ვადა ობიექტის დასრულებისთვის, უბრალოდ ჩემი სურვილი იყო, რომ უფრო მოკლე ვადებში დასრულებულიყო. თავიდან მშენებლობას სანამ შევათანხმებდი და ნებართვას მივიღებდი, შვიდი თვე დამჭირდა, შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს. ვერ ვიტყვი, რომ ბიუროკრატიულმა ბარიერებმა დიდი დრო წამართვა. უფრო სხვა სახის პრობლემას წავაწყდი. მშენებლები ვერ ასწრებენ, მასალამ დააგვიანა და მსგავსი შეფერხებები მქონდა. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და გვინდა, რომ უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრი გაიხსნას“, - აღნიშნავს როგავა.

 

მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე შპს-ებთან დაკავშირებით არის ხარვეზი, რაც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

 

„საქართველოში დღეისათვის ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესგარემოა. მყავს რუსი და ამერიკელი პარტნიორები. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება გამარტივებულია. თუმცა არის მინუსები. კანონმდებლობაში არის პრობლემა. ამ სფეროში ხელშეკრულებებში ვალდებულება არ არის გაწერილი. მაგალითად, როდესაც ორი შპს ხელშეკრულებას აწერს ხელს, ერთმა თუ შეასრულა და მეორემ არა თავისი ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებით არის გაწერილი, არ ისჯება. წავა ამ შპს-ს დირექტორი, 100 ლარს გადაიხდის, ახალ შპს-ს დააფუძნებს და ახალ საქმეს წამოიწყებს ისე, რომ იმ პირველ შპს-ს, ვისთანაც ვალდებულება ჰქონდა, კაპიკსაც არ მისცემს. ეს იმიტომ, რომ მას კანონი არ ავალდებულებს ამას.  ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, - აცხადებს დავით როგავა.


 

მისივე თქმით, ვალდებულება არა შპს-ზე, არამედ მის დირექტორზე უნდა გადანაწილდეს: „შპს-ს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორს მეორე მხარის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამ პრობლემას ყველა ბიზნესმენი ვაწყდებით, ამის შესახებ ბიზნესასოციაციშიც გვქონია საუბრები. ჩვენთან პასუხისმგებელი არის თავად შპს. მაგრამ რეალურად ჩვენ გვაქვს „ერთდღიანი შპს-ები“ რომლებსაც ფული არ აქვთ, შესაბამისად, მეორე მხარეს ფულს ვერ გადაუხდიან და სამართლებრივი მექანიზმიც მათ წინააღმდეგ ვერ ამოქმედდება. ჩემი აზრით, აქ მეორე პრობლემაა ისიც, რომ შპს-ს დაფუძნების დროს, გარკვეული ზღვარი უნდა არსებობდებს ან ვალდებულება, რომ შპს-ს დასაწყისში გარკვეული თანხა თუ არ აქვს, მას არსებობის უფლება არ უნდა მიეცეს. „ერთდღიანი შპს-ები“ არ უნდა გვქონდეს.“

 

ამასთან ბიზნესმენმა იმ პოტენციალზეც ისაუბრა, რაც რეგიონებს და ამ შემთხვევაში ზუგდიდს გააჩნია. მისი თქმით, ბიზნესმა ადგილობრივებს ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ საცხოვრებლის დატოვება არ მოუწიოთ.

 

 „ზუგდიდი დღეს ყველაზე პერსპექტიული ქალაქია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყება, რაც ინვესტიციების მოზიდვას, ხალხის დასაქმებას გულისხმობს. მომავალში აქ მეტი პერსპექტივა გაჩნდება და ქალაქი გაძლიერდება. ჩემი აზრით, დედაქალაქიდან რეგიონში უნდა გადავინაცვლოთ. მეც ამიტომ გადავწყვიტე, ზუგდიდში გარკვეული ინვესტიციის განხორციელება. ქალაქიდან სოფლებში ჩასვლა და სოფლის მეურნეობის განვითარება არის ის, რაც გადაგვარჩენს. ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს. პოტენციალი გვაქვს, რომელსაც გამოყენება სჭირდება. რაც უფრო მეტი თანხა ჩაიდება რეგიონში, მით მეტი ადგილობრივის დასაქმებას ნიშნავს. მე მაგალითად, ჩემს სავაჭრო ობიექტზე ადგილობრივებს დავასაქმებ და თანამშრომლებს სხვა ქალაქებიდან არ ჩამოვიყვან. ადგილობრივებს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ არ მოუხდეთ თავისი საცხოვრებლების დატოვება და სხვა ქალაქებში სამსახურების ძიება“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

 

ამასთან, დავით როგავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების დასაქმების სურვილი აქვს, ხშირად ეს იმის გამო ვერ ხერხდება, რომ რეგიონებში პროფესიონალი კადრების მოძიება უჭირს.

 

 „პროფესიონალიზმი გვაკლია. როცა დასაქმების და უმუშევრობის პრობლემაზე მესაუბრებიან, მე სულ ვკამათობ და ვამბობ, რომ ჩვენ მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება, თუნდაც მეტი მუშა, რომელიც მცოდნეა. როცა სამშენებლო სამუშაოები მაქვს, 100 მუშიდან 5-ს თუ მოვძებნი, რომელმაც საქმე იცის. ამიტომაც იწელება პროექტები დროში და ამიტომაც გვაქვს დასაქმების პრობლემა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის მუშახელი თბილისიდან ჩამოვიყვანე, რადგან ზუგდიდში იმ დონის სპეციალისტი ვერ მოვძებნე, რომელიც მჭირდებოდა. შუშაზე მომუშავე სეპციალისტები თბილისიდან ჩამოვიყვანე, ხოლო ქვებით მოპირკეთებისთვის მუშახელი ქუთაისიდან ჩამოვიყვანე. არ ვსაუბრობ, რომ ინსტიტუტების და უნივერსიტეტების დონეზე ხდებოდეს პროფესიული განათლების მიღება. ამ ეტაპზე ისიც სწორი ნაბიჯი იქნება, თუ უკვე არსებულ მუშახელს და სპეციალისტებს გადავამზადებთ და მათი პროფესიული  დონის ამაღლება მოხდება“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...


მსგავსი სიახლეები

up