“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

access_time2019-05-20 19:00:52


“საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა იმისა, რომ არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე“;


“მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები“;


„საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი“;


“საქართველოს ეკონომიკა გარე შოკების მიმართ სუსტია“;


“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებისთვის ვალების შემცირება“;


“ინვესტორებს არ უყვართ სიურპრიზები, მათ პროგნოზირებადი გარემო სურთ“; “ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“  ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის მესიჯების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში ვიზიტისას მან სტუდენტებთან შეხვედრის დროს და პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. 



როგორ აფასებენ დარგის სპეციალისტების საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმაღლესი პირის გზავნილებს  და რას ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას, ამ თემაზე “კომერსანტი“ ეკონომისტებს ესაუბრა.


ეკონომისტ ვაჟა ბერიძის შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები, საინვესტიციო გარემოსთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედებები მკაფიო უნდა იყოს, ხოლო ქართული ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადი გარე ფაქტორებისა და შოკების მიმართ, როგორც ეს კრისტინ ლაგარდმაც განაცხადა


„ჩვენ მხედველობის არიდან ყოველთვის გვრჩება მთავარი  -  რას ველით საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან - ზედამხედველობას,  დახმარებას თუ ყველაფერს ერთად?  


რაც შეეხება მის შეფასებას ინვესტიციებთან დაკავშირებით სადაც ამბობს, რომ ინვესტორებს სიურპრიზები და ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები არ უყვართ, ეს, რა თქმა უნდა, მართალია. ბიზნესსა და ინვესტიციებს აბრკოლებთ ნებისმიერი არაპროგნოზირებადი გარემო. მიუხედავად წინსვლებისა, ბუნებრივია,  მაინც ფერხდება ინვესტიციები საქართველოში და კიდევ უფრო მკაფიო და მყარი უნდა იყოს თამაშის წესები, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში აწესებს . ლაგარდის მოწოდება არის მისაღები, უნდა გავუწიოთ ანგარიში და ხელისუფლებას უფრო მეტად მართებს, რომ ზედმიწევნით.  გაითვალისწინინოს მისი რჩევები,.ჩვენი ეკონომიკის ხასიათიდან გამომდინარე გვაქვს საკმაოდ არასახარბიელო ექსპორტ-იმპორტის სალდო, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მდგომარეობაზე ზედმეტად ვართ დამოკიდებული. თურქეთში მიმდინარე პროცესები და ლირას დევალვაცია ქართული ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის ,  იგივე პროცესები მიდის რუსეთში და არცთუ მდგრადია სომხეთის ვითარებაც. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ექსპორტის გაზრდაზე, წარმოების განვითარებაზე, ეკონომიკის მოდელის შეცვლაზე და როგორც ლაგარდი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.  მე ვფიქრობ, რომ ემთხვევა მისი რჩევები მთავრობის ეკონომიკურ კურსს და  არსებითად ახალი ქალბატონ ლაგარდს არ უთქვამს. ეს მთავრობა ცდილობს აბსოლუტურად ზედმიწევნით შეასრულოს სავალუტო ფონდის მითითებები. ერთადერთი პრობლემაა ის, რომ სავალუტო ფონდის რჩევები იმ ქვეყნების სტაბილურობას უფრო ითვალისწინებს, ვისთანაც ისინი თანამშორმლობენ, ვიდრე მათ განვითრებას.  თუმცა მე მაინც მხარს ვუჭერ მათთან ორმხრივ და სასარგებლო თანამშრომლობას.“ - განაცხადა ვაჟა ბერიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.


ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე: ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი  საქართველოში არა იმდენად გაცნობითი ხასიათისაა, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ რეფორმებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხორციელდება - ინკლუზიური ეკონომიკით დაწყებული საპენსიო რეფორმით დამთავრებული. 


მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკასა და საბანკო სფეროში გატარებულ რეფორმებს, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა გადალახვა მოუხდა და ახლაც უწევს საქართველოს ღია, გახსნილი ეკონომიკის პირობებში.
სწორედ თანმიმდევრული რეფორმების საფუძველზე მოხერხდა საქართველოში ბიზნესისათვის გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს ფორმირება.


აფბას პრეზიდენტი შოთა გულბანი: ქრისტინ ლაგარდის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს.



დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ მადამ კრისტინა ლაგარდთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში პრეზიდენტი. ეს არის უმაღლესი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი. მისი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ერთი მხრივ სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ სესხების შემოსავლებთან მიმართებით კოეფიციენტების დაწესებას. ეს რეფორმები საფინანსო სექტორში მომწიფებული სისტემური რისკების მნიშნელოვანი პრევენციაა და სავალუტო ფონდი ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს. საბედნიეროდ, დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ქალბატონ ლაგარდისთვის პირადად ამეხსნა ეს პროცესები, მათ შორის ვალების განულების პროგრამის ეკონომიკური ეფექტი. მან სრულად გაიზიარა ჩემი პოზიცია - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი.



მარიამ მორგოშია






ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up