ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

access_time2020-09-19 18:40:22

კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.
როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა დაახლოებით 170-180 ლიცენზია-ნებართვა, ანუ 850 მათგანი უბრალოდ გაუქმდა, ბიუროკრატია გაუქმდა. ადამიანი რომელიც ემზადებოდა ქრთამის მისაცემად რომელიმე თანამდებობის პირისთვის, რომ მისგან რაიმე პრივილეგია მიეღო, უკვე არ საჭიროებდა ქრთამის გაცემას, რადგან ეს თანამდებობის პირი აღარ არსებობდა და არც ამ საქმეს სჭირდებოდა მოგვარება. — იაგო ხვიჩია

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ რეგულაციები გავაუქმეთ თუ ახალი მივიღეთ?
ტექდათვალიერება კახა ბენდუქიძემ გააუქმა თავის დროზე პირობითად და თავიდან დაიწყეს ქართული ოცნების დროს. ვიცით რომ ტექდათვალიერება ყოველთვის კორუფციის წყარო იყო. სახელმწიფომ შექმნა რეგულაცია ტექდათვალიერების სახით და უცბად გაჩნდნენ ტექდამთვალირებლები როგორც რეგისტრირებული ბიზნესები. მოდით გავარკვიოთ ვინ დგას ამის უკან. დარწმუნებული ვარ ჩვენ აღმოვაჩენთ რომელიმე ხელისუფლების რომელიმე ჯგუფების ინტერესებს. როცა უცბად შემოვიდა სითი პარკი, როცა უცბად საშინლად იქცეოდა, მერე ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ერთად სითი პარკი გავუშვით და ახლა გვყავს ახალი სითი პარკი რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს. ანუ ყველა რეგულირება, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო. ჩვენ თავის დროზე კორუფცია დავამარცხეთ იმიტომ, რომ გავაუქმეთ რეგულაციები და არა იმიტომ, რომ ციხით ვაშინებდით ხალხს. როგორ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება? გამოდიან პოლიციელები, თანამდებობის პირები და გვეუბნებიან რომ არ გავბედოთ ქრთამის აღება, მაგრამ პარალელურად შემოგვაქვს რეგულაციები. როდესაც პარალელურად შემოგვაქვს რეგულაციები და სისხლის სამართლის პოლიტიკით ვებრძვით კორუფციას ვიღებთ ტირანიას. მაგალითად: საბჭოთა კავშირში სტალინის დროს არ იყო კორუფცია, მაგრამ მაშინ რომ კორუფცია ყოფილიყო და ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილს ფული გადაეხადა სიცოცხლეში, ანუ თავისუფლების მოპოვებაში, კორუფციის არსებობა ცუდი იქნებოდა თუ კარგი? ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები რომ იტანჯება, იქ რომ კორუფცია იყოს და სიცოცხლის ყიდვა შეიძლებოდეს ეს კარგი იქნება თუ ცუდი? — იაგო ხვიჩია.

TV პირველი, გადაცემა რეაქცია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up