ერთად ყოფნის 10 წელი: „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოვებს

ერთად ყოფნის 10 წელი: „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოვებს

access_time2022-01-20 17:55:35

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“ ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს.



 „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს უკონკურენტო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებით და უმაღლესი ხარისხის ახალი პროდუქტებით ამარაგებს ყოველდღიურად.



მთელი ამ დროის განმავლობაში, „კარფური,“ რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ადგილობრივ მომხმარებლებს წვდომას აძლევს 40, 000-ზე მეტ საკვებ და არასასურსათო პროდუქტზე.





ტრადიციულად, მის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით აჯილდოვებს, რათა გამოხატოს მადლიერება ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.




10 წლის იუბილესთან დაკავშირებით კარფური მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზები გადასცეს შოპინგისას. კამპანიის ფარგლებში ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული. 



„10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი“ -  „კარფურის“ იანვრის თვის კამპანია, რომელიც 20 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ყველა ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტში იმოქმედებს.



ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენისას მოიგონ 10 ბრენდის პროდუქცია: Tolsen, Ilitek, Fujifilm, Unilever, Henkel, Maybelline, Eveline, Mondelez, Scarlett, Warsteiner.



გათამაშებაში მონაწილობის მიღება ძალიან მარტივია - გამარჯვებულების გამოვლენა Happy Wheel - იღბლიანი ბორბალის საშუალებით ხდება. (მხოლოდ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში).



იღბლიანი ბორბალი დღეში რამდენჯერმე დატრიალდება და მასზე ამოსულ სალაროს ნომერზე მდგარი  მომხმარებელი ზემოთ ჩამთვლილი ბრენდებისგან მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქარს.



საჩუქრების ჩამონათვალი ვრცელია და მოიცავს როგორც ტექნიკას, ისე სახლის და თავის მოვლის საშუალებებს, დეკორატიულ კოსმეტიკას, „კარფურის“ ექსკლუზიურ პროდუქციას, სასმელებით სავსე ჩანთებს და სხვა სიურპრიზს.



მაშ ასე, იშოპინგეთ „კარფურში“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ 10 ბრენდის განსაკუთრებული საჩუქარი. აღნიშნეთ ერთგულებისა და მეგობრობის 10 წელი და მოემზადეთ დაუვიწყარი სიურპრიზებისთვის!

 

(R)


თეგები:
კარფური



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up