ერთ წელში ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარზე მეტი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

ერთ წელში ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარზე მეტი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

access_time2020-06-04 09:45:15

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ გასულ წელს ხელფასის სახით 205 483 ლარი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აქედან 62 712 ლარი სებ-ის საჭოს წევრობისთვის, ხოლო 142 771 ლარი პრეზიდენტობისთვის.მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზეა 2018 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, იმავე წელს შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წლის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.


ამავე დოკუმენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ფლობს 2016 წელს 62 000 ლარად შეძენილ 70,02 კვ.მ ფართის ბინას სამგორის რაიონში.


გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი (მიწასთან ერთად) აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონის ოლქში, რომლის ღირებულება 705 000 დოლარია.


კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.



რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში.


ამასთან, კობა გვენეტაძეს ეკუთვნის 2014 წელს შეძენილი ავტომობილი Lexus GX 460, 2014, რომლის ღირებულებაც 60 140,36 დოლარია. ასევე, ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს შეადგენს.


რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კობა გვენეტაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:


„საქართველოს ბანკის“ პრემიუმ ანგარიშზე - 6 331 დოლარს, საბარათეზე (უნივერსალური) -20 752 ლარს;
„ბაზის ბანკის“ ვადიან ანაბრებზე -18 754 ლარს, ასევე, 23 873 ლარს;
„ტერა ბანკი“ სახელფასოზე - 9 899 ლარს;
"ფინკა ბანკის" ვადიან ანაბარზე - 26 812 ლარს;
"ხალიკ ბანკი" ანაბარზე - 22500 ლარს, საბარათე ანგარიშზე - 771 ლარს;
„კრედო ბანკის“ ანაბარზე - 24 650 ლარს;
"პროკრედიტ ბანკის“ ვადიან ანაბარზე - 28 616 ლარს;
ხოლო, დანაზოგის სახით - 700 ევროს და 2200 დოლარს.


bpn.ge


თეგები:
ხელფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up