ბოლო ერთი წლის განმავლობაში - 2020 წლის თებერვლიდან, 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 15%-ით გაუფასურდა და ამ მაჩვენებლით ლარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გაუფასურებული ვალუტაა.
რეგიონში ლარზე მეტად გაუფასურდა ყირგიზული სომი - თითქმის 17%-ით, ასევე ბელარუსული რუბლი, რომელმაც დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 15%-მდე დაკარგა.
პანდემიის შოკზე ლარზე ნაკლებად მგრძნობიარე აღმოჩნდა ტაჯიკური სომონი, რომელიც წლიურად 14%-ით გაუფასურდა. ასევე რუსული რუბლი 13%-იანი გაუფასურებით. 13%-თვე გაუფასურდა თურქული ლირა.
საკუთარი ღირებულების 12% დაკარგა დოლარის მიმართ უკრაინულმა გრინვამ.
9%-ით არის გაუფასურებული სომხური დრამი.
GBC.GE