ერთ წელიწადში სიმსივნეს დავამარცხებთ! - ებრაელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

ერთ წელიწადში სიმსივნეს დავამარცხებთ! - ებრაელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

access_time2020-01-21 15:03:30

ისრაელის ფარმაცევტული კომპანია Accelerated Evolution Biotechnologies ერთ წელიწადში აპირებს წარმოადგინოს "სრულფასოვანი წამალი სიმსივნის განსაკურნებლად". კომპანიის წარმომადგენლის დენ არიდორის თქმით, ეს რევოლუციური გარღვევა იქნება: "ჩვენი წამალი პირველივე დღიდან შედეგიანი იქნება, მისი ეფექტი რამდენიმე კვირას გაგრძელდება, თავად პრეპარატს კი მინიმალური გვერდითი ეფექტიც არ ექნება და ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა სახის სამკურნალო საშუალებები".


კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი პრეპარატის სახელწოდება იქნება MuTaTo, რაც ნიშნავს "მრავალმიზნობრივ ტოქსინს". ის სიმსივნურ უჯრედებს ამარცხებს ერთდროულად რამდენიმე პეპტიდით - ამინომჟავებისგან შემდგარი ერთგვარი ჯაჭვით. ასეთი მრავალმხრივი შეტევა, რომელიც ჰგავს იმას, თუ როგორ ებრძვის ენტიბიოტიკი ვირუსს, ეფექტური მკურნალობის განარტია. პეპტიდების კომბინაცია საშუალებას იძლევა, საბოლოოდ განადგურდეს სიმსივნური უჯრედები და არ მოხდეს მათი მუტაცია, არ განვითარდეს წამლებისადმი რეზისტენტურობა. უფრო მეტიც, MuTaTo-ს მეთოდს აქვს უნარი, იპოვოს მიდგომა კონკრეტული პაციენტის სიმსივნის ტიპთან. პაციენტს გაუკეთებენ ბიოფსიას, შემდეგ კი თითოეულისთვის შეადგენენ ინდივიდუალურ სამკურნალო კოქტეილს.



ამ ეტაპზე კომპანიაში პირველი კვლევითი ექსპერიმენტი დაასრულა თაგვებზე. მეცნიერებმა მოახერხეს, რომ შეეჩერებინათ ადამიანური სიმსივნური უჯრედების ზრდა და არ დაეშვათ ჯანსაღ უჯრედებზე გვერდითი ეფექტების გამოვლენა. სულ მალე კლინიკური ცდები იგეგმები. თუმცა იმისათვის, რომ პრეპარატი ლაბორატორიიდან ბაზარზე გამოვიდეს, ერთიდან 5 წლამდეა საჭირო.


mshoblebi.ge


თეგები:
სიმსივნე



Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...


მსგავსი სიახლეები

up