„სავარაუდოდ, მეწარმეებს გასულ წელს გაუჭირდათ და ვეღარ გადაიხადეს სესხები“-დასაკუთრებული ქონება  70 462 819 ლარით არის გაზრდილი

„სავარაუდოდ, მეწარმეებს გასულ წელს გაუჭირდათ და ვეღარ გადაიხადეს სესხები“-დასაკუთრებული ქონება 70 462 819 ლარით არის გაზრდილი

access_time2020-02-12 15:30:00

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462 819 ლარით არის გაზრდილი.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდის პარალელურად ამ საფინანსო ინსტიტუტის მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა.


„პროპორციის მიხედვით თუ შევხედავთ, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი შემცირებულია ანუ რაც უფრო გაიზრდება ბანკის საკრედიტო პორტფელი, მით უფრო მოიმატებს აღნიშნული მაჩვენებელიც, თუმცა, ერთმანეთთან თანაფარდობის მხრივ, ეს რიცხვი მაინც შემცირებულია. თუ აბსოლუტურ მაჩვენებელს შევხედავთ მართალია გაზრდილია, მაგრამ ეს საკრედიტო პორტფელთან შესაბამისობაში საგანგაშო არ არის. საკრედიტო პორტფელის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო 2018 წელს და 2019 წელსაც, აქ იგულისხმება წლის განმავლობაში  პორტფელის საშუალო მოცულობა და არა საბოლოო პორტფელის მონაცემები. მომავალშიც რაც უფრო გაიზრდება პორტფელები ეს მაჩვენებლებიც იმედი გვაქვს მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ალბათ მაინც გაიზრდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებების პროპორცია ოდნავ გაიზარდა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა იმდენად უმნიშვნელო ზრდა არის და ზოგადად იმდენად კარგი მაჩვენებლები გვაქვს რეგიონში, რომ ამ დეტალებზე საუბარიც არ ღირს. ამ ციფრებში საგანგაშოს და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით,საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 70 462 819 ლარით გაიზარდა.საბანკო ასოციაციის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ერთ წელიწადში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ასეთი ტემპით ზრდას სერიოზულ მოვლენას უწოდებს და მიიჩნევს, რომ თუ ბანკს პორტფელი ეზრდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაკუთრებული ქონებაც აუცილებლად უნდა გაეზარდოთ.


„სავარაუდოდ მეწარმეებს გასულ წელს გაუჭირდათ და ვეღარ გადაიხადეს სესხები, ეს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, იმიტომ  რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე, რამაც ფასები გაზარდა და ბიზნესმენებს სესხების გადახდა გაუძნელდათ. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა გაიზარდა, გამოდის ან ამოიღეს ეს სესხები ან წლის ბოლოს ჩამოწერეს, შესაბამისად, ვინც ვერ იხდიდა ქონება წაართვეს და დასაკუთრებული ქონებაც გაიზარდა.


გარდა ამისა, გასული წელს მონეტარული პოლიტიკა  9%-ზე იყო, ასეთი მაღალი კი არასდროს გვქონია. თუ მეწარმეებს ბანკში ქონება ჩადებული ჰქონდათ და თუ ადრე რეინვესტირების შანსი უფრო დიდი იყო, გასულ წელს რეგულაციების გამო ეს შანსები სერიოზულად შეეზღუდათ და გაუძვირდათ, მონეტარული პოლიტიკის და მაღალი ინფლაციის გამო. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ ერთ წელიწადში ორ მსხვილ ბანკს თითქმის გაუორმაგდა დასაკუთრებული ქონება, რაც საფინანსო ბაზარზე ნორმალური მოვლენა არ არის და საგანგაშო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ მათი საკრედიტო პორტფელი იზრდება, ისიც დაახლოებით 15-20%-ით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ დასაკუთრებული ქონებაც უნდა გაიზარდოს. თუ ასე შევხედავთ, დასაკუთრებული ქონებაც მცირედით უნდა გაზრდილიყო და არა თითქმის 5-ჯერ უფრო მეტად, ეს ნიშნავს, რომ სესხების გადახდა ხალხს 5-ჯერ უფრო გაუჭირდათ, ვიდრე საკრედიტო პორტფელის ზრდა იყო“,  - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.



დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი ასე გამოიყურება:

„საქართველოს ბანკი“ – 99 065 797 ლარი;

„თიბისი ბანკი“ – 78 384 425 ლარი;

„ქართუ ბანკი“ – 14 339 254 ლარი;

„ბაზისბანკი“ – 13 825 651 ლარი;

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 10 067 967 ლარი;

„სილქ როუდ ბანკი“ – 423 245 ლარი;

„კრედო ბანკი“ – 813 532 ლარი;

„ფინკა ბანკი საქართველო“ – 225 548 ლარი;

„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 477 491 ლარი;

„ტერაბანკი“ – 2 226 546 ლარი;

„ლიბერთი ბანკი“ – 47 775 ლარი;

„ზირაათბანკი საქართველო“ – 82 225 ლარი;

„პროკრედიტ ბანკი“ – 69 554 ლარი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „პაშა ბანკი საქართველოს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up