ერთ წელიწადში ისნის რაიონის რეაბილიტაციის პროექტებზე  2 032 642 ლარი დაიხარჯა

ერთ წელიწადში ისნის რაიონის რეაბილიტაციის პროექტებზე 2 032 642 ლარი დაიხარჯა

access_time2018-12-06 12:34:42

ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შვიდ მისამართზე იცვლება; წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს რეაბილიტაცია 27 ლოკაციაზე უტარდება; ოთხ მისამართზე 14 სადარბაზო რემონტდება; ორი საცხოვრებელი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს; საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის ოთხი კიბის აღდგენა ხდება; ორი ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება ხორციელდება. ასევე, ფასადის აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი კარის მონტაჟი და წყალსაწრეტი მილის მოწყობა მიმდინარეობს.




თანადაფინანსებული 49 პროექტი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წელს აღნიშნული მიმართულებით, ჯამში, 130 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 032 642 ლარი შეადგინა.


(CN)






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up