ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 164,248 მლნ დოლარით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს

ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 164,248 მლნ დოლარით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს

access_time2020-09-28 09:30:00

2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,758 მლრდ დოლარს ანუ 20,746 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 164,248 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6,594 მლრდ დოლარს ანუ 20,257 მლრდ ლარს აჭარბებდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 925,794 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,014 მლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,432 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 69,538 მლნ დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,064 მლნ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 154,647 მლნ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 716,859 მლნ დოლარი;
ევროგაერთიანება (EU) – 44,867 მლნ დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,701 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 208,580 მლნ დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 813 ათასი დოლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1,722 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია - 1,523 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 658,010 მლნ ლარით.


სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

სომხეთი - 18,276 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი - 17,449 მლნ ლარი;
ავსტრია - 58,729 მლნ ლარი;
ჩინეთი - 2,674 მლნ ლარი;
ირანი - 13,217 მლნ ლარი;
ყაზახეთი - 30,664 მლნ ლარი;
კუვეიტი - 24,201 მლნ ლარი;
ნიდერლანდები - 1,519 მლნ ლარი;
რუსეთი - 132,405 მლნ ლარი;
თურქეთი - 33,639 მლნ ლარი;
თურქმენეთი - 648 ათასი ლარი;
უკრაინა - 212 ათასი ლარი;
ამერიკა - 52,417 მლნ ლარი;
უზბეკეთი - 232 ათასი ლარი.


BPN.GE




თეგები:
ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up