დიდი შემცირების შემდეგ, 2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება.
2021 წლის იანვარში საქართველოდან 24,888 მლნ აშშ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, თებერვალში - 25,088 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მარტში 36,596 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი გაიყიდა. ჯამში 2021 წლის იანვარ-მარტში 86,573 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომბილების რეექსპორტი განხორციელდა.
გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც მიმდინარე წელს (იანვარ-მარტში) საქართველოდან ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:
აზერბაიჯანი - 47,823 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა - 20,229 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 3,542 მლნ აშშ დოლარი
ბელგია - 2,514 მლნ აშშ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამირო - 1,971 მლნ აშშ დოლარი
შეგახსენებთ, საქსტატის ცნობით, პანდემიის გამო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ავტომობილების რეექსპორტი 44.9%-ით 733 მლნ დოლარიდან დან 404 მლნ დოლარამდე შემცირდა.
BPN.GE