ერთ თვეში საგარეო ვალდებულებები $33,9 მლნ–ით გაიზარდა

ერთ თვეში საგარეო ვალდებულებები $33,9 მლნ–ით გაიზარდა

access_time2021-06-22 15:00:00

2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 33,957 მლნ დოლარით გაიზარდა და 8,038 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,059 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2020 წლის მაისში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,979 მლრდ დოლარს შეადგენდა.


2021 წლის მაისის მონაცემებით, სახელმწიფო ვალიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7,551 მლრდ დოლარს, ეროვნული ბანკის კი - 486,8 მლნ დოლარს.


ცნობისთვის, ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 895, 865 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,167 მლრდ დოლარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი ვალის მოხულობა 1,762 მლრდ დოლარს აჭარბებს.


რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 185,792 მლნ დოლარი;



ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,279 მლნ დოლარი;


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 232,089 მლნ დოლარი;


ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 763,117 მლნ დოლარი;


ევროგაერთიანება (EU) – 161,983 მლნ დოლარი;


სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 36,744 მლნ დოლარი;


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 212,366 მლნ დოლარი;


სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,416 მლნ დოლარი.


რაც შეეხება ქვეყნებს, 17 ორმხრივი კრედიტორის მიმართ სახელმწიფოს 1,626 მლრდ დოლარის ვალი აქვს. ყველაზე მეტი ვალი საქართველოს გერმანიის მიმართ აქვს - 733,721 მლნ დოლარი, მას მოსდევს საფრანგეთი - 576,848 მლნ დოლარით, მე-3 პოზიციაზეა იაპონია - 202,867 მლრ დოლარით. ხუთეულში შედიან - რუსეთი - 37,468 მლნ დოლარით და ავსტრია 19,035 მლნ დოლარით.


ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ვალი აქვს შემდეგი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის, ნიდერნალდების, კუვეიტის და ა.შ.


BPN.GE



თეგები:
ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up