Counterpoint Research-ის ინფორმაციის თანახმად, სმარტფონების გლობალური გაყიდვები მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა.
მაისში სულ გაყიდულია 96 მილიონი ერთეული სმარტფონი, რაც 4%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით და ასევე 10%-ით ნაკლები 2021 წლის მაისთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი 100 მილიონ ერთეულზე ქვემოთ ჩამოვიდა. გაყიდვებში წინა დაბალი დონე პანდემიის დროს დაფიქსირდა.
ზოგადად, 2020 წლის COVID-19-ის პირველი ტალღის შემდეგ ძლიერი აღდგენის მიუხედავად, სმარტფონების გაყიდვები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ დონეს.
მიწოდების ჯაჭვები სტაბილიზაციას განიცდის, თუმცა მზარდი ინფლაცია ჩინეთში წარმოების შენელებასთან და უკრაინის კრიზისთან ერთად სმარტფონებზე მოთხოვნის შეზღუდვის მთავარი ფაქტორებია. შემცირებული მოთხოვნის გამო, მომწოდებლები მარაგს ქმნიან.