ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

access_time2019-10-13 16:00:49

2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული.


ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს (554,038 ლარი) ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. 2018 წელს გაწეული ხარჯების სიდიდით (477,910 ლარი) ასევე გამორჩეულია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.


მათივე ინფორმაციით, როგორც ქუთაისის, ასევე ბორჯომის მერიამ ამ ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.


მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე პირველი 10 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯები კვლევის ობიექტი 60 მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული საერთო თანხის 76%-ს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი - 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა.


„ფინანსური დახმარებების შემდეგ სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.



საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1,367,811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.


2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა. მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155,360 ლარი“, - აღნიშნულია კვლევაში.


ორგანიზაციის ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად.


„მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე ბლექსი არენა ჯორჯია საკონცერტო დარბაზის ბილეთები.


ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია, როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერათვისების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა.


2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების საერთო ჯამის უდიდესი ნაწილი - 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა. მას მოყვება სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხები - 2,212,756 ლარი (25%) და სამედიცინო ხარჯები 1,551,255 ლარი (17%). შედარებით მცირე თანხები გამოიყო სარეზერვო ფონდებიდან ისეთ კატეგორიებზე, როგორიც არის კაპიტალური სამუშაოები, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები და დაკრძალვის ხარჯები. საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში კი მათი მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1,367,811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა“, - ნათქვამია კვლევაში.


კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან ფინანსურ დახმარებაზე თანხა სულ 24-მა მერიამ გამოყო.


„ამასთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ფინანსურ დახმარებებზე ყველაზე მეტი თანხა, 885 ათასი ლარი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 798,900 ლარი 2017 წლის 22 ნოემბერს ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მე-6 შესახვევი, კორპუსი N9-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის (დაზარალებული ავტომანქანების აღდგენა, ოჯახების სასტუმროში განთავსება, დაზიანებული ბინების სარემონტო სამუშაოების და დაზარალებულ მოქალაქეთა სხვა კომპენსაციები) ფინანსურ დახმარებებს მოხმარდა“, - ნათქვამია კვლევაში.


ორგანიზაციის ცნობით, კვლევაში განხილულ სარეზერვო ფონდების ხარჯვის ანალიზი ეფუძნება მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ და პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს. კვლევა მოიცავს 60 მუნიციპალიტეტს, რადგან 4 მუნიციპალიტეტის მერიამ არ გასცეს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს მესტიის, წალენჯიხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთა მერიებმა.


BFM.GE





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up